2017-09-18

თიბისიმ სპეციალურად კინგსელებისთვის ,,#1 ბარათი კინგსი” შექმნა.

 

ცოდნისა და თავგადასავლების მაძიებელი თაობისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. კინგსელებს დღეიდან ამ გზაზე ახალი ძლიერი მეგობრები ჰყავს.

საქართველოს წამყვანი ორგანიზაციები კინგსელებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამას მათთის დაგეგმილი სპეციალური შეთავაზებებითა და ღონისძიებებით გამოხატავენ.

 

„#1 ბარათი კინგსი“ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეების განვითარების ახალ საფეხურს წარმოადგენს. ეს გახლავთ თითოეული კინგსელის დამსახურებული მონაპოვარი, რომელიც მათი მთავარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია.