წიგნები

2017 წლიდან კინგსს საკუთარი გამომცემლობა აქვს, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გასაუმჯობესებლად წიგნებსა და ტესტების კრებულებს გამოსცემს.
 

ახალ სეზონზე კინგსი ახალ სახელმძღვანელოებს გთავაზობთ:
 

ტესტების კრებული ,,სტატისტიკური ანალიზით’’ ინგლისურ ენაში.

გამოცემული II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ, სირთულის მიხედვით დალაგებულ ტესტურ სავარჯიშოს თითოეული კლასისთვის. ტესტების კრებულებში საკითხები სირთულის მიხედვით არის დალაგებული. ტესტის თითოეულ დონეს ასევე გააჩნია პროცენტული შეფასება: ყველაზე მარტივი 2%, ხოლო ყველაზე რთული 98%. ეს მონაცემები  კვლევით დადგინდა, რომელშიც ათასობით კინგსელი მონაწილეობდა. კინგსის  თითოეულ კრებულს თან ახლავს განმარტებები, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება კითხვების დაძლევაში.  ტესტები სრულად შეესაბამება სასწავლო პროგრამას, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ კინგსის ოლიმპიადაში მიაღწიოს წარმატებას, არამედ სკოლის პროგრამაც მარტივად დაძლიოს. 

ტესტების კრებულზე ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 10 ლარის ნაცვლად იქნება - 5ლარი.
სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 

ტესტების კრებული ,,ფინალისტებისთვის’’ ინგლისურ ენაში.

გამოცემული  II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის, მოიცავს 150-ზე მეტ, სპეციალურად ფინალისტების დონისთვის განსაზღვრულ ტესტების სირთულეს.

ტესტების კრებულზე ვრცელდება ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 15 ლარის ნაცვლად იქნება - 10 ლარი.
​სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 

 მათემატიკის სახელმძღვანელო.

 

გამოცემული II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის, მოიცავს 600 ამოცანას თავისი მოხსნებით. ამოცანები 6 კატეგორიაში ნაწილდება; თითოეული კატეგორია 100 ამოცანისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ იყოფა მარტივ, საშუალო და რთულად. აბსოლუტურად ყველა კლასში ვხვდებით ლოგიკისა და საოლიმპიადე ხაზის ამოცანებს. "ამოცანებისკრებულში" თანმიმდევრულადაა დალაგებული ქვეთემები, რაც ამარტივებს თითოეული მათგანის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებასა და მასალის ჯაჭვური ბმით ერთიანად გააზრებას.

ტესტების კრებულზე ვრცელდება  ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 25 ლარის ნაცვლად იქნება - 15 ლარი.
​სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 

ტესტების კრებული მათემატიკაში "ფინალისტებისთვის"

ტესტების კრებული ფინალისტებისთვის. 150-მდე სავარჯიშო შედგენილია მათემატიკის ოლიმპიადის მესამე ტურის დავალებათა სირთულის შესაბამისად.

ტესტების კრებულზე ვრცელდება ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 25 ლარის ნაცვლად იქნება - 15 ლარი.
​სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 


   

 

ქართული ენის სახელმძღვანელო აერთიანებს 720 ტესტურ დავალებას. წიგნი დაყოფილია ქვეთემებად: გრამატიკა, ლექსიკა, ტექსტის გააზრება, ლოგიკურ- შემეცნებითი დავალებები.

ტესტების კრებულზე ვრცელდება ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 25 ლარის ნაცვლად იქნება - 15 ლარი.
​სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 

  

 

ქართული ენის ტესტების კრებული სტატისტიკური ანალიზით მოიცავს 120 სავარჯიშოს. ონლაინ პლატფორმის მეშვეობით,კინგსი აქტიურად აკვირდება მოსწავლეებს და აფასებს კითხვათა სირთულეს. ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნა კინგსის კრებული სტატისტიკური ანალიზით, რომელშიც მეტი თვალსაჩინოებისთვის, დავალებათა სირთულე პროცენტულადაა წარმოდგენილი, რაც მოსწავლის ცოდნის რეალურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

ტესტების კრებულზე ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 10 ლარის ნაცვლად იქნება - 5 ლარი.
​სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 

   

 

ტესტების კრებული ფინალისტებისთვის. 150-მდე სავარჯიშო შედგენილია ქართული ენის ოლიმპიადის მესამე ტურის დავალებათა სირთულის შესაბამისად.

ტესტების კრებულზე ვრცელდება ფასდაკლება და წიგნის ღირებულება 15 ლარის ნაცვლად იქნება - 10 ლარი.
​სახელმძღვანელოს შესაძენად დააჭირეთ აქ.

 

 


წიგნების შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად  კინგსის ახალ ონლაინ მაღაზიაში https://store.kings.ge/ -ზე. 
ონლაინ მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება! 

 

წარმატება გვაერთიანებს.