პლატფორმა

სასწავლო პროგრამა, რომელიც პერსონალური განათლების მეთოდს
ეფუძნება. ეს არის ინდივიდუალური ონლაინ სივრცე, სადაც დიაგნოსტიკური
ალგორითმის  გამოყენებით იდენტიფიცირდება მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები.
პლატფორმა თამაშის, ე.წ „გეიმიფიკაციის“ ელემენტებითაა შექმნილი, რაც თითოეული
მოსწავლის განვითარების პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას სძენს!
ესა ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ყველა მოსწავლის განათლებაზე პერსონალურად
ზრუნავს და თითოეულ მათგანს ინტერაქციულ რეჟიმში აძლევს შესაძლებლობას
განავითაროს საკუთარი თავი, უკეთ მოემზადოს სკოლის გაკვეთილებისთვის, სასკოლო
საკონტროლო წერისთვის და ოლიმპიადებისთვის 3 საგანში: ინგლისურ ენაში, ქართულ
ენასა და მათემატიკაში.