2017-09-18

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“-თან ერთად კინგსმა 2017 წლის გაზაფხულის სეზონზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი პროექტი განახორციელა.

 

საგზაო წესების დაცვა, გარემოზე ზრუნვა, ტოლერანტობა - პროექტი ამ და სხვა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა სოციუმში დანერგვას ემსახურებოდა.

 

კამპანიაში 350 სკოლის 37000 მოსწავლე ჩაერთო და დღესდღეობით მეტი ადამიანია ინფორმირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ევროპულ ღირებულებებზე.