კინგსი გარდა საგნობრივი ცოდნის გარღმავებისა, მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების, თანადგომის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობისა და ტოლერანტობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნებოდა სოციალური კამპანია „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ირგვლივ აერთიანებდა კინგსელებს და მათში ადამიანური და სამოქალაქო ღირებულებების წახალისებას ემსახურებოდა.
კინგსის სოციალურ კამპანიაში საქართველოს 40 ქალაქი, 350 სკოლა და 41 000 მოსწავლე ჩაერთო