2017-09-18

პირველად საქართველოში კინგსმა სპეციალურად მხედველობა დაქვეითებულთათვის საოლიმპიადე ტესტები დაბეჭდა ბრაილის შრიფტით.  

კინგსის მთავარი მიზანია, შექმნას გარემო, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებოლობა მიიღოს შესაბამისი განათლება და ჩაერთოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ აქტივობაში. ჩვენ გვსურს დავანახოთ მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ შეზღუდულ გარემოშია.

კინგსის მიზანია, უგულებელყოს საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი შეხედულებები, რომლებიც ბოჭავენ და ხელს უშლიან მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ინტეგრაციას სოციუმში.