2019-05-16

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ 2019 წლის გაზაფხულის სეზონზე ინგლისურ ენასა და ქართულ ენაში, საოლიმპიადე შედეგები მასშტაბურად გაუმჯობესდა!

ინგლისური ენა- 10 საკლასო კატეგორიიდან, საშუალო ქულის გაუმჯობესება 8 კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო ქართულ ენაში 10 საკლასო კატეგორიიდან შედეგები გაუმჯობესდა 9 კატეგორიაში.

მიმდინარე სეზონზე კინგსმა მოსწავლეებს შესთავაზა განსაკუთრებულ მეთოდებზე დამყარებული ოლიმპიადა, კერძოდ:

  • პირველ ტურზე მოსწავლემ დაწერა კომპონენტებად დაყოფილი ტესტები
  • მისი შედეგებიდან  გამომდინარე, შედგა ინდივიდუალური, მოსწავლეზე მორგებული ონლაინ ტესტი, იმ კატეგორიებიდან, რომლებშიც საჭირო გახდა მოსწავლისთვის დამატებითი ცოდნის მიღება.
  •  ფინალური ტურის შემდეგ კი მოსწავლემ მიიღო ინდივიდუალური რეკომენდაციები და ახსნა-განმარტებები, ამოცანების ამოხსნის პრინციპის უკეთესად გასაგებად და წარმატებისკენ შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად!


სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ინგლისურ ენასა და ქართულ ენაში საგრძნობლად გაუმჯობესდა შედეგები!
კინგსის მიზანიც სწორედ ესაა- ქვეყანაში ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა, რაც პიროვნების განვითარებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტია!

ასევე, კინგსი მადლობას უხდის ყველა იმ პედაგოგს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კინგსთან ერთად ბავშვის ცოდნის განვითარებისათვის.

თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა! ყველაზე მასშტაბური- მათემატიკის ოლიმპიადა 19 მაისს ტარდება და ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული საგნის ოლიმპიადაში კინგსელები ათივე საკლასო კატეგორიაში გააუმჯობესებენ შედეგებს!

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის I ტური უფასოა!

რეგისრაცია: 

მოსამზადებელი ტესტები 2 ნაწილადაა გაყოფილი და მისი ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: http://kings.ge/news/935