2018-08-08

 

კინგსი მორიგ დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ კინგს კემპში!

კინგს კემპის მეორე ნაკადი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე 25-26 აგვისტოს გაემგზავრება!

ლაშქრობაში შენ მოინახულებ ბორჯომის უნიკალურ გარემოს, დალაშრავ ქვაბისხევის ულამაზეს ბუნებას და შესაძლებლობა გექნება, საკუთარი თვალით იხილო ტერიტორიაზე არსებული უძველესი ციხესიმაგრეები!

მაგრამ რა არის ლაშქრობა, უამრავი თამაშებისა და საღამოს კოცონის გარეშე?

ამიტომაც! ლაშქრობით დაღლილსა და ემოციებით სავსეს დღის ბოლოს კოცონი გელის, სადაც გართობასა და მხიარულებასთან ერთად ახალ საინტერესო ადამიანებს გაიცნობ, ძველ მეგობრებში, და სხვათაშორის საკუთარ თავშიც, უამრავ ახალს აღმოაჩენ.

აქციე ზაფხულის ორი ჩვეულებრივი დღე შენი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად და შექმენი შენი თავგადასავალი კინგს კემპში!


ლაშქრობის ფარგლებში:

· შეიძენ და განივითარებ ახალ უნარ-ჩვევებს;

· აღმოაჩენ შენს ფარულ შესაძლებლობებს;

· თავს დააღწევ მოსაწყენ ყოველდღიურობას

· და, რაც მთავარია, შეიძენ ახალ მეგობრებს!

 

ტურის ღირებულება შეადგენს 75 ლარს (14 აგვისტომდე შეიძენის შემთხვევაში ფასი 65 ლარი იქნება), და იგი სრულად დაფარავს ყველა დანახარჯს:

· მგზავრობა: თბილისი-ბორჯომი, ბორჯომი-თბილისი;

· სამჯერადი კვება;

· სალაშქრო ინვენტარის ღირებულება (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი);

· მეგობრობასა და ბავშვებზე უკიდეგანოდ შეყვარებული ლიდერები.


 

გამგზავრების დეტალები:

· გასვლის დრო: 25 აგვისტო

· დაბრუნების დრო: 26 აგვისტო

 

თუ ყველაფერი ეს წაიკითხე, ხარ 10-დან 17 წლამდე, გინდა, ამ თავგადასავლის შემოქმედი გახდე, მაშინ, ალბათ, გაქვს შეკითხვები:

1. ვინ არიან კემპის ორგანიზატორები და ვინ იზრუნებს თქვენზე ამ ორი დღის განმავლობაში?

2. როგორია ლაშქრობის წესდება?

3. ვისთან ერთად იმოგზაურებთ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე?

4. ზუსტად რა აქტივობებს მოიცავს ორდღიანი ლაშქრობა?

 

და ნებისმიერი სხვა სახის შეკითხვის შემთხვევაში: მოითხოვე ზარი და მიიღე პასუხები კემპის ორგანიზატორებისგან!

 

ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 25 მოსწავლე გაემგზავრება კინგს კემპში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკე: 577 68 80 61; 574 44 14 10.