2018-08-01

 

დაეუფლე საინფორმაციო ტექნოლოგიებს კინგსის აკადემიაში!

კინგსის აკადემია გთავაზობთ საინფორმაციო ტექნოლოგიების კურს III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII  კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც თქვენ შეძლებთ:

  • შეისწავლოთ  დაპროგრამების თანამედროვე ინსტრუმენტები - C++, C#, Java, Python, ვებ-გვერდების დაპროგრამების  და კომპიუტერული თამაშების შექმნის ტექნოლოგიები;
  •  შეისწავლოთ ალგორითმები და განივითაროთ ალგორითმული აზროვნება;
  •  მონაწილეობა მიიღოთ ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში.  

 

 კურსის მიზანია

  • ინფორმატიკის სფეროში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა;
  • შერჩეულ ბავშვებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლის ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება;
  • მოსწავლე ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, შემოქმედებითი, კვლევითი, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული  აზროვნების ჩამოყალიბება; 
  • ინფორმატიკაში ეროვნულ თუ სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში (მათ შორის მსოფლიო) მონაწილეობის მისაღებად ნიჭიერი და  პერსპექტიული მოსწავლეების მოძიება, საოლიმპიადო მუშაობაში მათი შემდგომი ჩართვა და ამ ოლიმპიადებში მონაწილეობა;
  • მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;
  • საინფორმაციო საზოგადოებაში ადაპტაციისთვის და მომავალი საუნივერსიტეტო განათლებისთვის თუ პრაქტიკული საქმიანობისთვის  საფუძვლის მომზადება;
  • ქვეყნის ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისთვის საფუძვლის შექმნა;

 

პროექტის შედეგები

  • მოსწავლეები დაეუფლებიან დაპროგრამების თანამედროვე ინსტრუმენტებს - C++, C#, Java, Python, ვებ-გვერდების დაპროგრამების  და კომპიუტერული თამაშების შექმნის ტექნოლოგიებს;
  • მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოსწავლეებს ექნებათ ღრმა ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  • მოსწავლეები მომზადებული იქნებიან მომავალი საუნივერსიტეტო განათლებისათვის თუ პრაქტიკული საქმიანობისთვის (როგორც საქართველოში, ისე  უცხოეთში) და საინფორმაციო საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის.

 

კინგსის აკადემიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი (გოჩა) მანდარია - დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი 1990 წლიდან; ინფორმატიკაში მსოფლიო ოლიმპიადების გენერალური ასამბლეის წევრი 1996 წლიდან; საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადის დამფუძნებელი (2014) და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; ინფორმატიკაში სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადის  (OLYINFO) დამფუძნებელი (2017წ.) და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

  

სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს!

ერთ ჯგუფში ისწავლის მაქსიმუმ 12 მოსწავლე;

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ აკადემიური სერტიფიკატი!

შეხვედრები გაიმართება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში (თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N14ბ);

ღირებულება - 125 ლარი/თვეში;

პირველი 50 დარეგისტირებული მოსწავლისთვის  იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება! ( პირველი სამი თვე)

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ადგილის დასაჯავშნად მოითხოვე ზარი!