2018-07-11

კინგს კემპი - ლაშქრობა კინგსისგან!

4-5 აგვისტოს კინგსის პირველი ლაშქრობა გაიმართა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე!

კინგსელები ორი დღის განმავლობაში ისვენებდნენ ულამაზეს ბუნებაში, ეძინათ კარვებში, ირბინეს, იცეკვეს და რაც მთავარია უამრავი რამ ითამაშეს!   

კინგსი კიდევ ერთ განსხვავებულ თავგადასავლებს გპირდებათ კინგს კემპში!

კინგს კემპის მეორე ნაკადი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაემგზავრება!  

სადაც მოინახულებ ქვაბისხევის ულამაზეს ბუნებას, ლაშქრობით დაღლილსა და ემოციებით სავსეს დღის ბოლოს კოცონი გელის, სადაც გართობასა და მხიარულებასთან ერთად ახალ საინტერესო ადამიანებს გაიცნობ, ძველ მეგობრებში, და სხვათაშორის საკუთარ თავშიც, უამრავ ახალს აღმოაჩენთ.

აქციე ზაფხულის ორი ჩვეულებრივი დღე შენი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად!

 

ლაშქრობის ფარგლებში:

·         შეიძენ და განივითარებ ახალ უნარ-ჩვევებს;

·         აღმოაჩენ შენს ფარულ შესაძლებლობებს;

·         თავს დააღწევ მოსაწყენ ყოველდღიურობას 

·         და, რაც მთავარია, შეიძენ ახალ მეგობრებს!

 

ტურის ღირებულება შეადგენს 75 ლარს (14 აგვისტომდე შეიძენის შემთხვევაში ფასი 65 ლარი იქნება),  და იგი სრულად დაფარავს ყველა დანახარჯს:

·         მგზავრობა: თბილისი-ბორჯომი, ბორჯომი-თბილისი;

·         სამჯერადი კვება;

·         სალაშქრო ინვენტარის ღირებულება (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი);

·         პროფესიონალი გიდი;

·         მეგობრობასა და ბავშვებზე უკიდეგანოდ შეყვარებული ლიდერები.

 

გამგზავრების დეტალები:

·         გასვლის დრო: 25 აგვისტო

·         დაბრუნების დრო: 26 აგვისტო

 

თუ ყველაფერი ეს წაიკითხე, ხარ 10-დან 17 წლამდე, გინდა, ამ თავგადასავლის შემოქმედი გახდე, 

მაშინ, ალბათ, გაქვს შეკითხვები:

1. ვინ არიან კემპის ორგანიზატორები და ვინ იზრუნებს თქვენზე ამ ორი დღის განმავლობაში?

2. როგორია ლაშქრობის წესდება?

3. ვისთან ერთად იმოგზაურებთ ლაგოდეხის ნაკრძალში?

4. ზუსტად რა აქტივობებს მოიცავს ორდღიანი ლაშქრობა?

და ნებისმიერი სხვა სახის შეკითხვის შემთხვევაში:

მოითხოვე ზარი და მიიღე პასუხები კემპის ორგანიზატორებისგან!

 

ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 25 მოსწავლე გაემგზავრება პირველ კინგს კემპში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკე : 577 68 80 61; 574 44 14 10.