2018-06-22

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ 2018 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსისა და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა.

სამოქალაქო განათლება არის ერთ-ერთი გამორჩეული სასკოლო საგანი. ის წარმოადგენს ბერკეტს, რომელიც სოციალურად აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; მისი მეშვეობით ვახერხებთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტ განვითარებას და მაქსიმალურად ვრეალიზდებით საზოგადოებაში, ვინაიდან ძლიერი სახელმწიფო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისგან შედგება.

ოლიმპიადაზე მონაწილეებმა შეძლეს გამოევლინათ როგორც სამოქალაქო განათლებასთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული ცოდნა.

ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათასობით მოსწავლემ მიიღო.

ფინალური ტურის რეიტინგი იხილეთ აქ რეიტინგი