2018-06-08

 

2018 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის, ქართული ენისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების საუკეთესო შვიდეულების დაჯილდოების ცერემონია უნივერსიტეტ ,,ნიუ ვიჟენში’’ 9 ივნისს გაიმართება.

საქართველოს გამორჩეული მოსწავლეები დიპლომებთან და სერტიფიკატებთან ერთად თავიანთი წარმატების შესაბამის პრიზებს მიიღებენ.

საუკეთესო შვიდეულის თითოეულ წევრს კინგსი  საჩუქრად შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკის  საგზურს გადასცემს, რომელიც წელს  ანაკლიის საუკეთესო სასტუმროში გაიმართება.

გამარჯვებული მოსწავლეები კინგსის ბანაკში დაუვიწყარ 4 დღეს გაატარებენ, შეიძენენ ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას და უამრავ მეგობარს. გაზაფხულის სეზონის წარმატებულ მოასპარეზეებს ულამაზესი გარემო, სიახლეებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბანაკი ელით ანაკლიაში!

თითოელი საგნის გამარჯვებული, პირველადგილოსანი, კინგსელები დამატებით საჩუქრად ელექტრონულ ,,ჭკვიან საათებს“ მიიღებენ, ასევე II-VI კლასის პირველ ადგილოსნებს კინგსის სახელმძღვანელოთა სრული ნაკრები გადაეცემათ საჩუქრად, ხოლო მაღალი კლასის პირველადგილოსნები ინგლისური ენის შემსწავლელი ინოვაციურ პლატფორმით-ნემოთი დასაჩუქრდებიან.

თითოეული საგნის ყველა პირველადგილოსანს კინგსის მეგობარი კომპანია ,,ბიზნეს აკადემია’’ ინგლისური ენის მოსამზადებელ 4 თვიან კურსს 100%-ით დაუფინანსებს.

დაჯილდოების ცერემონიაზე მოსაწვევად კინგსის გუნდი თითოეულ გამარჯვებულ კინგსელს (საუკეთესო შვიდეულში მოხვედრილ მონაწილეებს) ინდივიდუალურად დაუკავშირდება და მოიწვევს ღონისძიებაზე.

 

2018 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების მონაწილე კინგსელებს ფინალურ ტურზე მოპოვებული დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცემათ სკოლებში სექტემბრის თვეში.

 

კინგსი გისურვებთ წარმატებებს!