2018-03-05

კინგსი საიუბილეო სეზონს განსაკუთრებული სიახლით იწყებს!

 

ეს ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური მარათონია, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზას წარმოადგენს.

 

მარათონის პირველი ნაბიჯი ონლაინ სასწავლო პლტაფრომაა, მეორე ნაბიჯი საგნობრივი ოლიმპიადა, ხოლო მესამე ნაბიჯი ოლიმპოა - ადგილი, სადაც შენ მიერ მოპოვებული ქულებით საქართველოს ყველაზე წარმატებული მოსწავლეების ელექტრონულ დაფაზე კუთვნილ ადგილს იკავებ.

 

ბოლო პერიოდის საერთაშორისო საგანმანათლებლო ტენდენციებზე დაკვირვებით, მსოფლიო განათლების სისტემაში აქტიურად მიმდინარეობს აღიარების მექანიზმების ფორმირება. საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს.

 

ოლიმპო თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს სტიმულს განვვითარდეთ და წარმატებისაკენ მიმავალი უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგათ. წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მოხვდება საქართველოს 1500-მდე საჯარო და კერძო სკოლების ყველა ის მოსწავლე, რომლსითვისაც განვითარებისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანია.

 

2018 წლის 19 თებერვალს ოლიმპო - წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა, ოფიციალურად გაიხსნა.

 

კინგსის სასწავლო პროგრამაში და ავტომატურად მარათონში ჩართული მოსწავლეები დაფაზე საპატიო ადგილებს პირველები იკავებენ, ოლიმპოზე მათი წარმატება და მიღწევები უკვე განთავსებულია!

 

ოლიმპოზე მოხვედრა შეუძლია ყველა კინგსელს, ვინც ჩართულია კინგსის ონლაინ სასწავლო პლატფორმაში და მონაწილეობას იღებს კინგსის ოლიმპიადებში. ოლიმპოზე მოსწავლე ხვდება თითოეულ საგანში ონლაინ სასწავლო პლატფორმისა და საგნობრივ ოლიმპიადებში მიღებული ქულების დაჯამების შემდეგ.

 

მოსწავლე, რომელიც წარმატებულად იასპარეზებს მარათონში და მოიპოვებს ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს მედალს, ჩვენ ამ მნიშნელოვან პრიზს მას სახლში მივუტანთ.დაიმახსოვრეთ წარმატება არის ის, რაც გვაერთიანებს!

 

უფრო დეტაური ინფრომაციისთვის დააკლიკეთ ამ სიტყვებ - რა არის ოლიმპო?