2018-03-02

სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ; ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იცვლება, არჩევანის წინაშე ვდგებით და ჩვენი მომავალი პროფესია მთავარი საფიქრალი ხდება.

 

ამ დროს მნიშვნელოვანია რჩევა, რომელიც დაგვეხმარება დავფიქრდეთ რა გვინდა რეალურად და რომელ პროფესიაში შევძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას.

 

არჩევანის გაკეთებისას კი მთავარია ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს დავეყრდნოთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვსურს.

 

კინგსი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტთან ერთად, მნიშნელოვან პროექტს იწყებს - #არჩევანიშენია.

 

პროექტი უფროსკლასელებს დაგეხმარებათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენი მომავალი პროფესია და გააკეთოთ საკუთარი არჩევანი.

 

#არჩევანიშენია  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარდება; პროექტში ჩაერთვებიან 2000-მდე სკოლის მოსწავლე და 500-მდე მასწავლებელი.

 

ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწვეული სპიკერები წაუკითხავენ.

 

საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

რუსთავი
დრო: 4 მარტი, 12:00 საათი 
ადგილმდებარეობა: რუსთავის მუნიციპალური თეატრი

ჭიათურა
დრო: 11 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: #1 საჯარო სკოლა

ბათუმი
დრო: 18 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო ჰილტონი, საკონფერენციო დარბაზი

ქუთაისი
დრო: 24 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო ბაგრატი, საკონფერენციო დარბაზი

ზუგდიდი
დრო: 30 მარტი, 12:00 საათი 
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის ტექნოპარკი

ჩხოროწყუ
დრო: 15 პარილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

თელავი
დრო: 22 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელი

ოზურგეთი
დრო: 29 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: სოფელ ძიმითის კულტურის სახლი


ახალციხე
დრო: 6 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: #6 საჯარო სკოლა

გორი
დრო: 11 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

ფოთი
დრო: 16 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: კოლხეთის ეროვნული პარკი