2018-02-22

მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობად მიიჩნევა, რომელიც განსაკუთრებულ ძალისხმევასთან, მაღალ პასუხისმებლობასთან და მოთმინებასთან ასოცირდება. მასწავლებლები არიან შუამავლები სკოლასა მომავალ თაობებს შორის, რომლებმაც სამომავლოდ ქვეყნისა და სოციალური კეთილდღეობის ბედი უნდა განსაზღვრონ.

 

ჩვენ ახალ საიუბილეო სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ, ეს არის კინგსის მარათონი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს გადადგან წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯები. მარათონის გავლის პროცესში მასწავლებლების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

 

ის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს კინგსთან, შესაბამისად არის ორიენტირებული თანამედროვე განათლების სისტემის დანერგვაზე და არაფორმალურ განათლებაში თავის ფასდაუდებელ წვლილის შეტანაზე, ჩვენი საიუბილეო სეზონის ფარგლებში საჩუქრად ტესტების კრებულს გადავცემთ.

 

ტესტების კრებული გადაეცემათ ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის მასწავლებლებს.

 

ტესტების კრებული ათი ათასობით მოსწავლეზე დაკვირვების შედეგად შეიქმნა, სადაც მოცემულია თითოეული დავალების სტატისტიკური ანალიზი, რომელიც ასახავს ინფორმაციას მოსწავლეთაგან რამდენმა შეძლო ამა თუ იმ დავალებისთვის თავის გართმევა.

 

ტესტების კრებულის მიზანია, პედაგოგებს დაანახოს მოსწავლეთა ცოდნის ძლიერი და სუსტი მხარეები კონკრეტული თემებისა და საკითხების მიხედვით. მასწავლებელი თავის გაკვეთილზე 10-15 წუთს უთმობს ტესტების განხილვას, რომელიც მოსწავლეების ცოდნას უფრო მეტად განავითარებს.

 

ინგლისური ენის ტესტების კრებული უკვე სკოლებშია. ქართული ენის ტესტების კრებული - 26 მარტიდან გადმოგეცემათ, ხოლო მათემატიკის ტესტების კრებული - 23 აპრილიდან.

 

ჩვენ, როგორც მასწავლებლების ერთგული მეგობარი ორგანიზაცია, მუდამ ვდგავართ თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების სათავეში, სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტები სწავლების პროცესის ახალ და საინტერესო გზების აღმოჩენას უწყობს ხელს. ამ დიდ საქმეში მასწავლებელთა მხარდაჭერა აუცილებელია. მასწავლებელი, რომელიც ამ პროცესში ერთვება, მოსწავლის განვითარებას, შესაბამისად თანამედროვე ტენდენციებზე დაფუძნებულ განათლებას უწყობს ხელს.

 

მოსწავლეებისთვის საჩუქრად გაგზავნილი კინგსის სასწავლო გრანტის გადაცემაც მასწავლებლის პრეროგატივაა;

 

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი მიიღებს წიგნს, სასურველია  შეამოწმოს მოსწავლეების ცოდნის დონე მე-2-დან მე-6 კლასის ჩათვლით, სადაც გამოიყენებს საჩუქრად გადმოცემულ ტესტების კრებულს და მოსწავლეებს, გრანტის გადაცემასთან ერთად, დეტალურად აუხსნის როგორ ჩაერთონ კინგსის მარათონში.

 

კინგსის პროექტის ფარგლებში, ვინც ჩართავს მოსწავლეებს მარათონში, მიიღებს სპეციალურ დოკუმენტს, სადაც აღნიშნავს ჯამში რამდენი კლასისთვის და რამდენი მოსწავლისთვის ჩაატარა ეს ე.წ გაკვეთილი.

 

ამის შემდეგ, სურვილისამებრ, მასწავლებლებისგან მივიღებთ ფოტოსურათს, რომელსაც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განთავსდება. ჩვენ ამ ფოტოებს და მასზე დართულ ინფორმაციას გავუზიარებთ საზოგადოებას, რათა გაიგონ იმ მასწვალებლების სახელები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან განვითარებაზე.