2018-02-21

ჩვენ ახალ საიუბილეო სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ, ეს არის კინგსის მარათონი, რომელიც მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, მისთვის კომოფრტულ გარემოში და ინოვაციური მიდგომით, მარტივად მიიღოს ცოდნა, გამოცდილება და მიაღწიოს წარმატებას. 

 


ცხოვრებაც ხომ ერთგვარი მარათონია, რომლის განმავლობაშიც მუდმივად ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვყალიბდებით წარმატებულ ადამიანებად. 

 


კინგსის მარათონის იდეა სწორედ აქედან გამომდინარეობს და სამი მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება: 


პირველი - ცოდნის მიღება ანუ კინგსის ონლაინ სასწავლო პლატფორმაში მომზადებაა კონკრეტულ საგნებში (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა); 

 


მეორე - ჩვენი მიღებული ცოდნის საგნობრივ ოლიმპიადაზე გამოცდაა, რომელიც გაძლევთ გამოცდილებას და გიმტკიცებთ მიღებულ ცოდნას; 

 


მესამე - ოლიმპოა, წარმატებული მოსწავლეების ელექტრონული დაფა, სადაც პლატფორმაში და ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულებით კუთვნილ ადგილს იკავებ საქართველოს წარმატებულ მოსწავლეებს შორის. 

 


ჩაერთეთ მარათონში და გადადგით წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯები!