2018-01-22

კინგსის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ბანაკი წყალტუბოში ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

 


ბანაკი არის ადგილი, სადაც  საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეები იყრიან თავს. ისინი ერთად სწავლობენ დამოუკიდებლობას, ივითარებენ სახვადასხვა ცხოვრებისეულ უნარებს, იღებენ უდიდეს გამოცდილებას და დადებით ემოციას, იძენენ ახალ მეგობრებს და ქმნიან მომენტებს, რომლებიც არასდროს დაავიწყდებათ. 

 


ბანაკი სამ ეტაპად ჩატარდა: 10-13 იანვარი, 14-17 იანვარი და 18-21 იანვარი. ჩვენს ბანაკში მუდამ ჟრიამული და სიანტერესო აქტივობებია; ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოხატო ან იპოვო საკუთარი თავი, შესაძლებლობები და განვითარდე. წყალტუბოს ბანაკი ჯადოსნურია, აქ მოხვედრისას მუდამ გაქვს განცდა, რომ სხვა სამყაროში მოხვდი. ამ განწყობას ხელს წყალტუბოს ერთ-ერთი საუკეთეოს სასტუმრო ,,წყალტუბოს სპა რეზორტი'' უწყობს. აქ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეები არიან, რომლებიც თვითგამოხატვის საშუალებით საკუთარ ნიჭსა და უნარებს ავლენენ. 

ბანაკში ყოველი დღე იწყებოდა დილის გამამხნევებელი ვარჯიშით, ხოლო დილა საინტერესოდ გრძელდებოდა, რადგან მომდევნო სასწავლო აქტივობა იყო brains.ge-სთან ერთად, რომელიც ბანაკში ინტელექტულურ გუნდურ თამაშებს ატარებდა, ხოლო დღე სრულდებოდა საინტერესოდ, რადგან საღამოს ბავშვები ლიდერებთან ერთად თავად ქმნიდნენ კრეატიულ ღონისძიებებს.
ასევე ჩვენი ბანაკის სტუმარი იყო ქლევერტონი.

 


ბანაკმა დაგვიტოვა ბევრი ემოცია, მოგონება, სიხარული და რაც მთავარია უამრავი ახალი მეგობარი.
ბავშვებმა მიიღეს უდიდესი გამოცდილება  და შექმნეს მომენტები, რომლებიც არასდროს დაავიწყდებათ.
ბანაკის ყველა მონაწილე ჯადოსნური თავგადასავლის მონაწილე გახდა და ეს ლამაზი ისტორია ბავშვებმა თავად შექმნეს.

 


საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ემოციების, ბედნიერების, მეგობრობის ჯადოსნური თავგადასავალი უკვე ყველა კინგსელისთვის რეალობად იქცა!


დაიმახსოვრეთ, წარმატება არის ის რაც გვაერთიანებს!