2018-01-15

2018 წლის იანვარში კინგსმა წარმოადგინა ინტელექტუალურ-შემეცნებით ბანაკ"კინგსლენდი" ბაკურიანში!

კინგსის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ბანაკი ბაკურიანში ორიეტირებულია მოსწავლის პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, ბანაკი არის ადგილი, სადაც  საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეები იყრიან თავს. ისინი ერთად სწავლობენ დამოუკიდებლობას, ივითარებენ სახვადასხვა ცხოვრებისეულ უნარებს, იღებენ უდიდეს გამოცდილებას და დადებით ემოციას, იძენენ ახალ მეგობრებს და ქმნიან მომენტებს, რომლებიც არასდროს დაავწიყდებათ. 


"კინგსლენდის" ჯადოსნური თავგადასავალი დაიწყო კინგსელების ავტობუსში ჩასხდომისთანავე.
ბანაკს უმასპინძლა სასტუმრო "ევრიკამ", სადაც დაცულია ჰიგიენის უმაღლესი ნორმები. სასტუმრო გთავაზობთ ჯანსაღ სამჯერად კვებას, კომფორტულ ატმოსფეროსა და უსაფრთხო გარემოს.

 

კინგსლენდში ყოველი დღე იწყებოდა დილის გამამხნევებელი ვარჯიშით საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად;
დილა საინტერესოდ გრძელდებოდა, რადგან მომდევნო სასწავლო აქტივობა იყო ინგლისურის, მათემატიკისა და ლოგიკის კურსები „ბიზნეს აკადემია“-ს გამოცდილ ტრენერებთან ერთად;
საღამოს ინტელექტუალურ გუნდურ თამაშებს ატარებდა brains.ge;
ხოლო დღე სრულდებოდა საინტერესოდ, რადგან ღამე ბავშვები თავად ქმნიდნენ ისტორიას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.



ბანაკს ესტმურა პოეტი გიორგი კეკელიძე და რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებისგანაც ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ლექციები.



„კინგსლენდმა“ დაგვიტოვა ბევრი ემოცია, მოგონება, სიხარული და რაც მთავარია უამრავი ახალი მეგობარი.
ბავშვებმა მიიღეს უდიდესი გამოცდილება  და შექმნეს მომენტები, რომლებიც არასდროს დაავიწყდებათ.



"კინგსლენდის" ყველა მონაწილე ჯადოსნური თავგადასავლის მონაწილე გახდა და ეს ლამაზი ისტორია ბავშვებმა თავად შექმნეს.



საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ემოციების, ბედნიერების, მეგობრობის ჯადოსნური თავგადასავალი უკვე ყველა კინგსელისთვის რეალობად იქცა!