2017-12-27

კინგსის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც შეიქმნა  2017 წელს, ეფუძნება ინდივიდუალური განათლების მეთოდს.

პროგრამა სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება:

 

1. საგანმანათლებლო პლატფორმა;

2. ოლიმპიდები;

3. ელექტრონული წიგნები.


სამი საგნის: მათემატიკის, ქართული ენისა  და ინგლისური ენის ელექტრონული წიგნები თქვენს პირად პლატფორმაში უკვე ხელმისაწვდომია.


ელექტრონული წიგნების მიზანია:

 

  • გაამყაროს მოსწავლეების ცოდნა მრავალფეროვანი პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით;
     
  • დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ მოემზადონ კინგსის სასწავლო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის - საოლიმპიადე აქტივობებისთვის!


     

ინფორმაცია ელექტრონული წიგნების შესახებ:
 

  • ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ელექტრონული წიგნები განთავსდება 27 დეკემბერს 6 საათიდან თქვენს პირად პროფილებში იმის მიხედვით, თუ რომელი საგნის სასწავლო პროგრამა გაქვთ შეძენილი;
     
  • თითოეულ ელექტრონულ წიგნს დართული აქვს პასუხები;
     
  • მათემატიკის ელექტრონული წიგნი შედგება 200 ტესტისგან;
    ქართული ენის - 250 ტესტისგან;
    ინგლისური ენის - 250 ტესტისგან;
     
  • თითოეულ სახელმძღვანელოში შეხვდებით სტატიებს ისეთ საინტერესო თემებზე, როგორებიცაა: ჩაგვრა, კონკრეტული საგნის მნიშვნელობა, მასწავლებლისა და განათლების როლი საზოგადოებაში და ა.შ.

    კინგსის გუნდი ზრუნავს თქვენს მომავალზე და გისურვებთ წარმატებას, რადგან წარმატებაა ის, რაც გვაერთიანებს.