2017-12-27

2017 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის, ქართული ენისა და ინგლისური ენის ოლიმპიადის საუკეთესო შვიდეულების დაჯილდოების ცერემონია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 იანვარს გაიმართება!
 

საქართველოს გამორჩეული მოსწავლეები დიპლომებთან და სერტიფიკატებთან ერთად თავიანთი წარმატების შესაფერის პრიზებს მიიღებენ.
 

საუკეთესო შვიდეულებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზურს გადასცემს.


გამარჯვებული მოსწავლეები კინგსის ბანაკში დაუვიწყარ 4 დღეს გაატარებენ, შეიძენენ ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას და უამრავ მეგობარს. შემოდგომის სეზონის წარმატებულ მოასპარეზეებს ულამაზესი გარემო, სიახლეებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბანაკი ელით წყალტუბოში!


დაჯილდოების ცერემონიაზე მოსაწვევად კინგსის გუნდი თითოეულ გამარკვებულ კინგსელს (საუკეთესო შვიდეულში მოხვედრილ მონაწილეებს) ინდივიდუალურად დაუკავშირდება და მოიწვევს ღონისძიებაზე.

2017 წლის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადების მონაწილე კინგსელებს ფინალურ ტურზე მოპოვებული დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცემათ სკოლებში თებერვლის თვეში.

 

კინგსი გისურვებთ წარმატებებს!