2017-12-27

კინგსის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ბანაკი წყალტუბოში ორიეტირებულია მოსწავლის პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, ბანაკი არის ადგილი, სადაც  საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეები იყრიან თავს. ისინი ერთად სწავლობენ დამოუკიდებლობას, ივითარებენ სახვადასხვა ცხოვრებისეულ უნარებს, იღებენ უდიდეს გამოცდილებას და დადებით ემოციას, იძენენ ახალ მეგობრებს და ქმნიან მომენტებს, რომლებიც არასდროს დაავწიყდებათ. 

 

ბანაკი სამ ეტაპად ტარდება: 10-13 იანვარი, 14-17 იანვარი და 18-21 იანვარი. ბანაკის პირველი ეტაპი ახლაც მიმდინარეობს, აქ მუდამ ჟრიამული და სიანტერესო აქტივობებია; ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოხატო ან იპოვო საკუთარი თავი, შესაძლებლობები და განვითარდე. წყალტუბოს ბანაკი ჯადოსნურია, აქ მოხვედრისას მუდამ გაქვს განცდა, რომ სხვა სამყაროში მოხვდი. ამ განწყობას ხელს წყალტუბოს ერთ-ერთი საუკეთეოს სასტუმრო ,,წყალტუბოს სპა რეზორტი'' უწყობს. აქ საქართველოს საუკეთესო მოსწავლეები არიან, რომლებიც თვითგამოხატვის საშუალებით საკუთარ ნიჭსა და უნარებს ავლენენ. 

 

როგორც მოგეხსენებათ, წელს კინგსში სიახლეა, გაიზარდა  პრიზიორთა რაოდენობა და შეიქმნა წარმატებულ ფინალისტთა ახალი ნომინაცია ,,რჩეული კინგსელები'', რომელშიც ხვდებიან შვიდეულს მიღმა მოხვედრილი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები; ამ ნომინაციაში მოხვედრილ მოსწავლეეებს, კინგსი გადასცემს 250 ლარიან ვაუჩერს კინგსის საუკეთესო მოსწავლეთა ბანაკში მოსახვედრად; (ბანაკის საერთო ღირებულებაა 670 ლარი.) 

 

თუ ჯერ არ იცი, გაიგე მოხვდი თუ არა ,,რჩეულ კინგსელთა“ შორის, შეიყვანე შენი პროფილის 6-ნიშნა, მოითხოვე ზარი ორგანიზატორისგან. ეს არის შენი ბოლო შანსი მოხვდე საქართველოს საუკეთესო ბანაკში, სადაც  გაატარებ დაუვიწყარ დღეებს კინგსთან და საუკეთესო მოსწავლეებთან ერთად. 

 

 ბანაკში გამგაზვრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი პირადად დაგიკავშრდებათ.

 

დაიმახსოვრეთ, წარმატება არის ის რაც გვაერთიანებს!