2017-12-18

მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური წარმატებით ჩატარდა!

 

კინგსის სასწავლო პროგრამის საოლიმპიადე აქტივობების ფარგლებში, 17 დეკემბერს მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდა.  
ამ დღემ, ტრადიციული მასშტაბებით, საქართველოს 32 ქალაქში ერთდროულად ათასობით კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართული, ინტელექტუალურ განვითარებაზე ორიენტირებული, მოსწავლე გააერთიანა;

 

ამ მოსწავლეებს, კინგსელებს, გააზრებული აქვთ მათემატიკის ცოდნის მნიშვნელობა, სწორედ ამიტომაა კინგსის ლომი ბედნიერი.
მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგები, მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობის მიუხედავად,  მაქსიმალურად მოკლე დროში გასწორდება და  სამშაბათს, 19 დეკემბერს 5 საათზე გამოქვეყნდება.

 

კინგსის ლომი პითაგორა, დირიხლე და ევკლიდესთან ერთად გისურვებთ წარმატებას!