2017-12-14

2017 წლის შემოდგომის სეზონის დასასრულს კინგსი წარმოგიდგენთ მორიგ ინოვაციურ პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფას“.

 

საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. საერთაშორისო საგანმანათლებლო ტენდენციებზე დაკვირვებით მსოფლიო განათლების სისტემაში ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს აღიარების მექანიზმების ფორმირება. ელექტრონულ დაფას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ 21-ე საუკუნის პროდუქტი.

 

აღიარება არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს სტიმულს უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე. სწავლის ძირი მართალია, მწარე არის, მაგრამ სწორედ მსგავსი მასშტაბების აღიარების მექანიზმებით შეიძლება მისი დატკბობა. წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მოხვდება საქართველოს 1500-მდე საჯარო და კერძო სკოლების ყველა ის მოსწავლე, რომელიც აჩვენებს განვითარებისკენ სწრაფვას. პროექტის მიზანია, ყველა მოსწავლეს, რომელიც მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე, მივცეთ აღიარება და მთელ საქართველოს ვაჩვენოთ მისი წარმატება და მონდომება.

 

ელექტრონული დაფის პირველი პრედენდენტები კინგსის 2017 წლის შემოდგომის სეზონის სასწავლო პროგრამის მონაწილეები გახდებიან. მოსწავლეთა მონაცემების იდენტიფიკაცია უკვე დაიწყო და სასწავლო პროგრამის მონაწილე კინგსელებს თავიანთი პირადი პროფილიდან უკვე შეუძლიათ დაადასტურონ ელექტრონული დაფისთვის საჭირო მონაცემები.

 

2018 წლის 19 თებერვალს „წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა“ ოფიციალურად გაიხსნება და კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართულ მოსწავლეები დაფაზე საპატიო ადგილებს პირველები დაიკავებენ, ელექტრონულ დაფაზე მათი წარმატება და მიღწევები განთავსდება!