2017-12-19

კინგსლენდზე ზამთრის ზღაპრული არდადეგები იწყება!

 


საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ემოციების, ბედნიერების, მეგობრობის ჯადოსნური თავგადასავალი უკვე ყველა კინგსელისთვის რეალობად იქცა!

 


2018 წლის იანვარში კინგსი წარმოგიდგენთ ინტელექტუალურ-შემეცნებით ბანაკს 
კინგსლენდს ბაკურიანში!



ბანაკი 2 ნაკადად გაიმართება:


8-12 იანვარი: მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის


13-17 იანვარი: მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის

ბანაკს უმასპინძლებს სასტუმრო "ევრიკა", სადაც დაცულია ჰიგიენის უმაღლესი ნორმები. სასტუმრო გთავაზობთ ჯანსაღ სამჯერად კვებას, კომფორტულ ატმოსფეროსა და უსაფრთხო გარემოს.


კინგსლენდში შენ გელოდება:

⦁ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ყოველდღიური სპორტული აქტივობები საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად;


⦁ სასწავლო აქტივობები - ინგლისურის, რუსულის, მათემატიკისა და ლოგიკის კურსები „ბიზნეს აკადემია“-ს გამოცდილ ტრენერებთან ერთად;


⦁ ყოველდღიური ინტელექტუალური გუნდური თამაშები brains.ge-თან ერთად.


⦁ საინტერესო და კრეატიული საღამოები უშუალოდ შენი მონაწილეობით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად;


⦁განსხვავებული გასართობი აქტივობები ციგურებით, თხილამურებით სრიალი, ლაშქრობა და ექსკურსია ბორჯომის ეროვნულ პარკში;


⦁ რაც ყველაზე მთავარია, ახალი მეგობრები, დაუვიწყარი ემოციები, ბევრი სიურპრიზი, საახალწლო ღონისძიება;

 

ეს იმ სიურპრიზების მცირე ჩამონათვალია რაც კინგსლენდში გელოდება.

 

როგორ მოვხვდე კინგსლენდში?

კინგსლენდის თითოეულ ნაკადზე 2018 წლის ზამთარში 70-70 მოსწავლე გაემგზავრება.

 


ბანაკის ღირებულება შეადგენს 670 ლარს.

 

შესაძლებელია ბანაკის საფასურის გადახდა განვადებით, თიბისი ბანკის მეშვეობით, თვეში 73 ლარიდან;

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს და ჩვენი წარმომადგენელი პირადად დაგიკავშირდებათ.

 

არ გამოტოვო ზღაპრული კინგსლენდის ჯადოსნური თავგადასავალი კინგსთან ერთად!