2017-12-13

კინგსმა  პლატფორმაში ათასობით ბავშვზე დაკვირვებისგან დაადგინა
მოსწავლეების სუსტი მხარეები მათემატიკაში, ამ სისუტეებზე
შესწავლითა და დაყრნობით, ასევე მშობლებისა და მასწავლებლების
დიდი სურვილის გათვალისწინების საფუძველზე შექმნა მათმემატიკის
პირველი სახელმძღვანელო, რომელიც მათემატიკის სიყვარულმა
შესაძლოა, იგი კინგსელების სამაგიდო წიგნადაც აქციოს!
 
კინგსის მიერ გამოცემული მათემატიკის სახელმძღვანელო გათვლილია
II-დან VI კლასელი მოსწავლეებისთვის.
 
მათემატიკის III კლასის სახელმძღვანელოს აქვს თავისი
უპირატესობები, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

წიგნი დაყოფილია თემებად, თოთოეულ თემაში შედის ათეულობით
ამოცანა:

რიცხვების შეკრება და გამოკლება - 100 მაგალითი;
რიცხვების გამრავლება და გაყოფა - 100 მაგალითი;
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები და სიგრძის ერთეულები - 50
ამოცანა; სივრცული ფიგურები - 50 ამოცანა;
მონაცემთა ანალიზი - 25 ამოცანა;
გამეორება - 100 ამოცანა;
ლოგიკა - 100 ამოცანა;
საოლიმპიადე ხაზი - 100 ტესტი.


თითოეულ მათემატიკურ ამოცანას, გარდა პასუხისა თან ახლავს
ამოხსნის უმარტივესი და საინტერესო ხერხები.

 
ამოცანები კი ნელ-ნელა რთულდება და დაყოფილია სამ კატეგორიად:
მარტივ, რთულ და საშუალოდ. ეს მიდგომა მოსწავლეს აუმაღლებს
ცოდნას და გამოცდილებას.

 

წიგნის ფასი არის 25 ლარი. ვაუჩერის ან მონაწილის ექვსნიშნა
პროფილის კოდის წარმოდგენის შემთხვევაში წიგნს 20%-იანი
ფასდაკლებით ანუ 20 ლარად შეიძენთ.

 
წიგნის შეძენა 17 დეკემბერს, მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ
ტურზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში იქნება შესაძლებელი.
 
14 დეკემბრიდან კი წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს ონლაინ
შეუძლია. საქართველოს ყველა წერტილში წიგნს მოგიტანთ ადგილზე!
 
ონლაინ გაყიდვის დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ოთხშაბათს,
საღამოს 6  საათზე.
 
წიგნში ყველაფერია იმისთვის, რომ მოსწავლემ შეიძინოს და
გაიღრმავოს ცოდნა მათემატიკაში, ასევე, გაეცნოს საინტერესო ფაქტებს
და მნიშვნელოვან საკითხებს განათლების სფეროში.
 
ჩვენი სახელმძღვანელო ნამდვილად დაგეხმარებათ წარმატებული გზის
მოძებნასა და გაკვლევაში, ჩვენ ერთად შევძლებთ დასახული მიზნების
სისრულეში მოყვანას. დაიმახსოვრეთ, წარმატება არის ის, რაც
გვაერთიანებს.