2017-12-12

კინგსმა  პლატფორმაში ათასობით ბავშვზე დაკვირვებისგან დაადგინა მოსწავლეების სუსტი მხარეები მათემატიკაში, ამ სისუტეებზე შესწავლითა და დაყრნობით, ასევე მშობლებისა და მასწავლებლების დიდი სურვილის გათვალისწინების საფუძველზე შექმნა მათმეატიკის პირველი სახელმძღვანელო, რომელიც მათემატიკის სიყვარულმა შესაძლოა, იგი კინგსელების სამაგიდო წიგნადაც აქციოს!

 

კინგსის მიერ გამოცემული მათემატიკის სახელმძღვანელო გათვლილია II-დან VI კლასელი მოსწავლეებისთვის.

 

მათემატიკის II კლასის სახელმძღვანელოს აქვს თავისი უპირატესობები, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

 

წიგნი დაყოფილია თემებად, თოთოეულ თემაში შედის ათეულობით ამოცანა:

რიცხვები და მოქმედებები - 100 ამოცანა; ლოგიკა - 100 ამოცანა;  გეომეტრია - 90 ამოცანა;  მაგალითები - 100 ცალი;  ტესტები თვითშეფასებისთვის - 100 ტესტი; საოლიმპიადე ხაზი - 100 ამოცანა.

თითოეულ მათემატიკურ ამოცანას, გარდა პასუხისა თან ახლავს ამოხსნის უმარტივესი და საინტერესო ხერხები.

 

ამოცანები კი ნელ-ნელა რთულდება და დაყოფილია სამ კატეგორიად: მარტივ, რთულ და საშუალოდ. ეს მიდგომა მოსწავლეს აუმაღლებს ცოდნას და გამოცდილებას.

რიცხვები და მოქმედებები თემა მოიცავს 36 მარტივ, 37 საშუალო და 27 რთულს ამოცანას.

ლოგიკის თემა მოიცავს 39 მარტივ, 36 საშუალო და 25 რთულს ამოცანას.

გეომეტრიის თემა მოიცავს  30 მარტივ, 33 საშუალო და 27 რთულ ამოცანას.

მაგალითების განყოფილება მოიცავს 28  მარტივ , 38  საშუალო და 34 რთულ მაგალითს.

ტესტები კი  დაყოფილია 36 მარტივ, 40 საშუალო და 34 რთულ ტესტებად.

საოლიმპიადე ხაზი კი აერთიანებს 32 მარტივ, 39 საშუალო და 29 რთულ  ამოცანას.

 

წიგნის ფასი არის 25 ლარი. ვაუჩერის ან მონაწილის ექვსნიშნა პროფილის კოდის წარმოდგენის შემთხვევაში წიგნს 20%-იანი ფასდაკლებით ანუ 20 ლარად შეიძენთ.

 

წიგნის შეძენა 17 დეკემბერს, მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში იქნება შესაძლებელი.

 

14 დეკემბრიდან კი წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეუძლია. საქართველოს ყველა წერტილში წიგნს მოგიტანთ ადგილზე!

 

ონლაინ გაყიდვის დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ოთხშაბათს, 6  საათზე.

 

წიგნში ყველაფერია იმისთვის, რომ მოსწავლემ შეიძინოს და გაიღრმავოს ცოდნა მათემატიკაში, ასევე, გაეცნოს საინტერესო ფაქტებს და მნიშვნელოვან საკითხებს განათლების სფეროში.

 

ჩვენი სახელმძღვანელო ნამდვილად დაგეხმარებათ წარმატებული გზის მოძებნასა და გაკვლევაში, ჩვენ ერთად შევძლებთ დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას. დაიმახსოვრეთ, წარმატება არის ის, რაც გვაერთიანებს.