2017-12-06

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტურის ფარგლებში ბონუს კვირეული ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო ათასობით მოსწავლე.
ბონუს კვირეულის მონაწილეებს, რომლებიც გამოცხადდნენ ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე,  გადაეცათ ოქროს გასაღები.
გასაღებზე მოცემული კოდის აქტივაცია პირად პროფილებში უკვე შესაძლებელია.


ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, რომლებსაც აქვთ შეძენილი კინგსის ქართული ენის სასწავლო პროგრამა, ბონუს კვირეულის ფარგლებში
საჩუქრად გადაეცათ ახალი საგანმანათლებლო პროდუქტი - ქართული ენის მოსამზადებელი 33-დღიანი ინტენსიური კურსი.

კურსის მიზანია, მოსწავლეებმა გამოიმუშავონ გრამატიკული უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.