2017-12-04

KINGS-ის მიერ გამოცემული მათემატიკის სახელმძღვანელო გათვლილია II-დან VI კლასელი მოსწავლეებისთვის.
წიგნი გთავაზობთ როგორც ამოცანების კრებულს, ასევე მათი ამოხსნის უმარტივეს და საინტერესო ხერხებს.
„ამოცანების კრებული“ 600 ამოცანისგან შედგება;

ამოცანები 6 კატეგორიაში ნაწილდება;
თითოეული კატეგორია 100 ამოცანისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ იყოფა მარტივ, საშუალო და რთულად.
აბსოლუტურად ყველა კლასში ვხვდებით ლოგიკისა და საოლიმპიადე ხაზის ამოცანებს.
"ამოცანების კრებულში" თანმიმდევრულადაა დალაგებული ქვეთემები, რაც ამარტივებს თითოეული მათგანის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებასა და მასალის ჯაჭვური ბმით ერთიანად გააზრებას.


რა ღირს?

წიგნის საფასურია 25 ლარი.
ის მოსწავლეები, რომლებმაც მათემატიკის ოლიმპიადის  პირველ ტურზე კინგსისგან მიიღეს 20%-იანი ფასდაკლების  ვაუჩერები,  წიგნს შეიძენენ  20 ლარად.

წიგნის თითოეულ მყიდველს კინგსისგან გადაეცემა საჩუქრად პლატფორმის 10 ლარიანი ვაუჩერი.

სად შევიძენთ?

სახელმძღვანელოს შეძენას კინგსელები შეძლებენ მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურზე 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, ხოლო სხვა ჩატარების ადგილებზე წიგნების შეძენასთან დაკავშირებული ინფრომაცია 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.
 

"ამოცანების კრებულის" მიზანია თითოეული მოზარდის განათლებისა და აზროვნების დონის ამაღლება, საბაზისო ცოდნის თავმოყრა და ამოხსნის საინტერესო გზების აღმოჩენა.


კინგსის მიერ ბეჭდურად გამოცემული მასალა ყველა მოსწავლის საჭიროებაზეა მორგებული. მათემატიკის სიყვარულმა შესაძლოა, იგი კინგსელების სამაგიდო წიგნადაც აქციოს!