2017-12-04

3 დეკემბერს, კინგსის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტური, ტური წარმატებით ჩატარდა!

 

ოლიმპიადა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ეძღვნებოდა;

 

ამ დღემ, ტრადიციული მასშტაბებით, საქართველოს 32 ქალაქში ერთდროულად ათასობით კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართული, ინტელექტუალურ განვითრებაზე ორიენტირებული მოსწავლე გააერთიანა;

 

გარდა ამისა, კინგსელები იყვნენ კინგსის კამაპაანიის ,,გააგრძელე ილიას გზა'' მონაწილენიც;

 

კინგსი საქართველომ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ელექტრონული წიგნების სახლი ,,საბას'' მხარდაჭერით ჩაატარა კამპანია, რომლის ფარგლებშიც ოლიმპიადის მონაწილეებს თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მოეტანათ მათთვის სასურველი წიგნი, დაეტოვებინეთ წიგნზე პოზიტიური მინაწერი და ეჩუქებინათ მათთვის, ვისაც ის ძალიან სჭირდება და უნდა.

 

ილია ჭავჭავაძის მარავალ დამსახურებას შორის, რომელიც მას ქართველი ერის, ქართული კულტურის და სოციალური ზრდა-განვითარების საქმეში მიუძღვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში განათლება უფლებაა და არა პრივილეგიაა, რომ დღეს საქართველოში განათლების მიღება ყველას შეუძლია.

 

,,განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს'' - ამბობდა ილია; კამპანიის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენდა - ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზაზე სიარული, რაც განათლების გავრცელების კეთილ ნებაში გამოიხატა.

 

სასიხარულოა, რომ კინგსელებს, გააზრებული აქვთ ქართული - მშობლიური ენის ცოდნის, განათლების გავრცელების, წიგნის ღირებულებისა და მოტივაციის მიმცემი დადბითი ემოციის გაცემის მნიშვნელობა.

 

სწორედ ამ ყველაფრის გამოა კინგსის ლომი ძალიან ბედნიერი.

 

ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგები, მაქსიმალურად მოკლე დროში გასწორდება და სამმშაბათს, 5 დეკემბერს გამოქვეყნდება.

 

კინგსი გისურვებთ წარმატებას განათლების მიღების საქმეში და დაიმახსოვრეთ, რომ ესაა ის მთავარი ძალა, რაც გვაერთიანებს!