2017-11-30

3 დეკემბერს, ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება;
 

ოლიმპიადის ჩატარების დღეს მონაწილეს თავის სამუშაო მაგიდასთან ხვდება სამუშაო ტესტი და პასუხების ფურცელი.
სამუშაო ტესტზე მოცემულია საოლიმპიადე საკითხები, თავისი სავარაუდო პასუხებით. 
მონაწილეს შეუძლია ნამუშევარი ტესტის წაღება.


პასუხების ფურცელი 2 ნაწილისგან შედგება: საინფორმაციო ნაწილი და პასუხების ველი, სადაც ტესტზე შემოხაზული პასუხები მოსწავლემ უნდა გადაიტანოს თითოეული საკითხის შესაბამის უჯრაში.


თითოეულ მოსწავლეს მინიჭებული აქვს მოსწავლის უნიკალური კოდი, რომელიც ემთხვევა მისი პირადი პროფილის კოდს. სწორედ ამიტომ, ოლიმპიადაზე გამოცხადების დღეს მოსწავლემ აუცილებლად თან უნდა იქონიოს საკუთარი პროფილის 6 - ნიშნა კოდი.


პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა ნაწილს სკოლაში გადაეცა ოლიმპიადაში მონაწილეობის საშვი, რომელზეც დატანილია თითოეული მოსწავლის პროფილის კოდი, რაც მოსწავლემ უნდა გადაიტანოს პასუხების ფურცელზე ,,მონაწილის კოდის" ველში.
 

აქედან გამომდინარე, მოსწავლემ ოლიმპიადაზე თან უნდა იქონიოთ საკუთარი პროფილის 6 - ნიშნა კოდი ან საშვი.
3 დეკემბერს გამოცხადებულ ყველა მოსწავლეს, რომელსაც ოლიმპიადის საშვი არ ექნება, ის გაეგზავნება სკოლაში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში.


ოლიმპიადაზე მოსვლით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ ილიას 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანიის ნაწილი;  მოიტანეთ წიგნი, დააწერეთ სახელი და აჩუქეთ ის მას ვისაც უფრო სჭრდება. გააგრძელე ილიას გზა; 
 

თქვენთან მალე შეხვედრით გახარებული კინგსის ლომი გისურვებთ დიდ წარმატებას!

 

პასუხების ფურცელი - ფინალური ტური