2017-11-29

 

3 დეკემბერს,  ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურზე 20 000 კინგსელი ილიას გზას გააგრძელებს!

 

კინგსის თაობა გამორჩეულია არა მარტო მაღალი დონის განათლებითა და ღრმა ცოდნით,  არამედ კეთილი საქმეების კეთების სურვილით;

 

კინგსი და საქართველოს პარლემენტის ეროვნული ბიბლოთეკა ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ პროექტს, რომელიც ილიას 180 წლის იუბილეს ეძღვნება;

 


პროექტის ფარგლებში მოიტანე შენთვის სასურველი წიგნი ქართული ენის ფინალურ ტურზე; დააწერე შენი სახელი, კეთილი სურვილები და აჩუქე ის მომავალ მფლობელს, მას, ვისაც ის შენზე მეტად სჭირდება.

 

საქართველოს ასზე მეტ სოფელში, ასზე მეტ სკოლაში, ათასობით ბავშვს სურს ცოდნის ამაღლება, მაგრამ  სამწუხაროდ მათ არ აქვთ წიგნი! 

 


შენ გაქვს შესაძლებლობა, გახდე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და
გააგრძელო ილიას გზაზე სიარული.

 


ამ კეთილ საქმეში ჩართულ კინგსელებს, მოსწავლეებს, რომლებიც თანადგომის, ბედნიერებისა და სიყვარულის მაგალითს აძლევენ თანატოლებს, ელექტრონული წიგნის სახლი ,,საბა’’ გადასცემს ილია ჭავჭავაძის ელექტრონულ და ხმოვან  წიგნებს;

 

 

3 დეკემბერს, ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურზე, გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის და ერთად გავაგრძელოთ ილიას გზა;

 

#ეკვილიბრიუმი

#ილიას_კვირეული

#კინგსი_საქართველო