2017-11-29

ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური 3 დეკემბერს ჩატარდება!

 

საოლიმპიადე სივრცეში კინგსელები მშობლიური ენის სიყვარულის დასამტკიცებლად და დასაცავად კვლავ გაერთიანდებიან! ცოდნის გამოვლენაში კარგად მოსამზადებლად, გთავაზობთ ტესტების მიმოხილვას:

 

თითოეული კლასის ტესტი 35 სავარჯიშოს მოიცავს, რომლებშიც მოსწავლემ ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორი უნდა აირჩიოს

 

 

II კლასი

 

პირველი დავალების შესასრულებლად მოსწავლეს ხმოვნებისა და თანხმოვნების, მარცვლების, მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების, მოქმედების გამომხატველი სიტყვების და მართლწერის ცოდნა დასჭირდება. დავალება 10 სავარჯიშოს მოიცავს და ჯამში 30-ქულიანია
 

მეორე დავალებაში კინგსელმა წინადადებები სწორი სიტყვით უნდა შეავსოს. დავალება 10 საკითხისგან შედგება და ჯამში 30 ქულით ფასდება
 

მესამე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. მოსწავლემ დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 30-ქულიანია
 

მეოთხე დავალება სიტყვების მათ მნიშვნელობებთან დაკავშირებას მოითხოვს. ის 5 საკითხს შეიცავს და 10 ქულით ფასდება

 

 

III კლასი

 

პირველ დავალებაში მოსწავლემ წინადადებები ჩამოთვლილთაგან სწორი სიტყვით უნდა შეავსოს. დავალება 10 სავარჯიშოს მოიცავს და 30 ქულით ფასდება
 

მეორე დავალებაში მოცემულია სიტყვები. დავალება ამ სიტყვებში მარცვლების ოდენობას, სიტყვების მნიშვნელობას, მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობების დადგენას და ზმნებს ეხება. დავალება 30-ქულიანია და 10 საკითხისგან შედგება
 

მესამე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. მოსწავლემ დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 30-ქულიანია
 

მეოთხე დავალება სიტყვების მათ მნიშვნელობებთან დაკავშირებას მოითხოვს. ის 5 საკითხს შეიცავს და 10 ქულით ფასდება

 

 

IV კლასი

 

პირველ დავალებაში მოსწავლემ წინადადებები ჩამოთვლილთაგან სწორი სიტყვით უნდა შეავსოს. დავალება 10 სავარჯიშოს მოიცავს და 30 ქულით ფასდება
 

მეორე დავალებაში მოცემულია სიტყვები. დავალება დამარცვლის, ნაცვალსახელების, რიცხვითი სახელების, ზედსართავი სახელების, მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების, მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებისა და ბრუნვების ცოდნას მოითხოვს. დავალება 10 საკითხისგან შედგება და კინგსელს 30 ქულას მოუტანს
 

მესამე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. მოსწავლემ დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 30-ქულიანია
 

მეოთხე დავალებაში კინგსელმა ანდაზები უნდა დაასრულოს. დავალებაში 5 სავარჯიშოა და ჯამში 10 ქულას გულისხმობს

 

 

V კლასი

 

პირველ დავალებაში მოსწავლემ წინადადებები ჩამოთვლილთაგან სწორი სიტყვით უნდა შეავსოს. დავალება 10 სავარჯიშოს მოიცავს და 30 ქულით ფასდება
 

მეორე დავალებაში მოცემულია სიტყვები. კინგსელს ამ დავალების 10 საკითხის გაკეთებაში კრებითი, კუმშვადი და კვეცადი სახელების, ზედსართავების, სინონიმებისა და ანტონიმების ცოდნა დაეხმარება. დავალება 30-ქულიანია
 

მესამე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. მოსწავლემ დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 30-ქულიანია
 

მეოთხე დავალებაში კინგსელმა ანდაზები უნდა დაასრულოს. დავალებაში 5 სავარჯიშოა და ჯამში 10 ქულას გულისხმობს

 

 

VI კლასი

 

პირველ დავალებაში მოსწავლემ წინადადებები ჩამოთვლილთაგან სწორი სიტყვით უნდა შეავსოს. დავალება 10 სავარჯიშოს მოიცავს და 30 ქულით ფასდება
 

მეორე დავალებაში მოცემულია სიტყვები. მოსწავლეს ამ დავალების სწორად შესრულებაში ზედსართავი სახელების, უფროობითი და ოდნაობითი ხარისხების, ნაწილაკების, სინონიმების, თავაზიანი მიმართვებისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების ცოდნა დაეხმარება. დავალება 10 საკითხისგან შედგება და ჯამურ 30 ქულას გულისხმობს
 

მესამე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. მოსწავლემ დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 30-ქულიანია
 

მეოთხე დავალებაში კინგსელმა ანდაზები უნდა დაასრულოს. დავალებაში 5 სავარჯიშოა და ჯამში 10 ქულას გულისხმობს

 

 

VII კლასი

 

პირველ დავალებაში მოსწავლემ წინადადებები ჩამოთვლილთაგან სწორი სიტყვით უნდა შეავსოს. დავალება 10 სავარჯიშოს მოიცავს და 30 ქულით ფასდება
 

მეორე დავალებაში კინგსელმა მოცემული სიტყვებიდან ზედსართავი სახელები, სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვები, ნაცვალსახელები, კონკრეტულ ბრუნვაში მოცემული სახელები უნდა აარჩიოს. დავალებაში 10 სავარჯიშოა და ჯამში 30 ქულას გულისხმობს
 

მესამე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. მოსწავლემ დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 30-ქულიანია
 

მეოთხე დავალებაში კინგსელმა ანდაზები უნდა დაასრულოს. დავალებაში 5 სავარჯიშოა და ჯამში 10 ქულას გულისხმობს

 

 

VIII კლასი

 

პირველი დავალება მორფოლოგიას, სინტაქსს, ლექსიკასა და ფრაზეოლოგიზმებს ეხება. ის 20 სავარჯიშოს მოიცავს და ჯამური 60 ქულის მომტანია
 

მეორე დავალება წაკითხულის გააზრებას ეხება. კინგსელმა 10 საკითხი მოცემული ტექსტის მიხედვით უნდა შეასრულოს. დავალება 30 ქულით ფასდება
 

მესამე დავალება ლიტთეორიის საკითხების ცოდნას მოითხოვს. ის 5 სავარჯიშოსგან შედგება და 10 ქულით ფასდება

 

 

IX კლასი

 

პირველი დავალება მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და პუნქტუაციის ცოდნას მოითხოვს. დავალებაში 20 სავარჯიშოა და ის 60 ქულით ფასდება
 

მეორე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. კინგსელმა დასმულ 10 შეკითხვას მოცემული ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს, რაც მას ჯამურ 30 ქულას მოუტანს
 

მესამე დავალების შესრულებაში მოსწავლეს ლიტთეორიის საკითხების ცოდნა დაეხმარება. დავალება 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულით ფასდება.

 

 

X კლასი

 

პირველი დავალება მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და პუნქტუაციის ცოდნას მოითხოვს. დავალებაში 20 სავარჯიშოა და ის 60 ქულით ფასდება
 

მეორე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. კინგსელმა შეკითხვებს მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 10 საკითხისგან შედგება და 30 ქულის მომტანია.
 

მესამე დავალების შესრულებაში მოსწავლეს ლიტთეორიის საკითხების ცოდნა დაეხმარება. დავალება 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულით ფასდება.

 

 

XI კლასი

 

პირველი დავალების შესასრულებლად მოსწავლემ მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკა და პუნქტუაცია უნდა იცოდეს. დავალებაში 20 სავარჯიშოა და ის 60 ქულით ფასდება
 

მეორე დავალება ტექსტის გააზრებაზეა. კინგსელმა შეკითხვებს მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს. დავალება 10 საკითხისგან შედგება და ჯამურ 30 ქულას გულისხმობს
 

მესამე დავალება ლიტთეორიის საკითხებს ეხება. ამ დავალების 5 სავარჯიშოს შესრულება მოსწავლეს 10 ქულას მოუტანს

 

 

XII კლასი

 

პირველი დავალება პუნქტუაციას, ლექსიკას, მორფოლოგიასა და სინტაქსს ეხება. დავალებაში 20 სავარჯიშოა და ის ჯამურ 60 ქულას გულისხმობს.
 

მეორე დავალება წაკითხულის გააზრებაზეა. კინგსელმა 10 შეკითხვას მოცემული ნაწყვეტის მიხედვით უნდა უპასუხოს, რაც 30 ქულას მოუტანს
 

მესამე დავალების შესასრულებლად მოსწავლეს ლიტთეორიის საკითხების ცოდნა დასჭირდება. დავალებაში 5 საკითხია და ის 10 ქულით ფასდება.