2017-11-27

მათემატიკის ოლიმპიადის I ტური წარმატებით ჩატარდა!

 

კინგსის სასწავლო პროგრამის საოლიმპიადე აქტივობების ფარგლებში, 26 ნოემბერს მათემატიკის ოლიმპიადის I ტური ჩატარდა.  
ამ დღემ, ტრადიციული მასშტაბებით, საქართველოს 32 ქალაქში ერთდროულად ათასობით კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართული, ინტელექტუალურ განვითარებაზე ორიენტირებული, მოსწავლე გააერთიანა;

 

ამ მოსწავლეებს, კინგსელებს, გააზრებული აქვთ მათემატიკის ცოდნის მნიშვნელობა, სწორედ ამიტომაა კინგსის ლომი ბედნიერი.
მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები, მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობის მიუხედავად,  მაქსიმალურად მოკლე დროში გასწორდება და  ოთხშაბათს, 29 ნოემბერს 5 საათზე გამოქვეყნდება.

 

კინგსის ლომი პითაგორა, დირიხლე და ევკლიდესთან ერთად გისურვებთ წარმატებას!