2017-11-23

ოლიმპიადის ჩატარების დღეს მონაწილეს თავის სამუშაო მაგიდასთან ხვდება სამუშაო ტესტი და პასუხების ფურცელი.

სამუშაო ტესტზე მოცემულია საოლიმპიადე საკითხები, თავისი სავარაუდო პასუხებით. მონაწილეს ნამუშევარი ტესტი მიაქვს სახლში.

პასუხების ფურცელი 2 ნაწილისგან შედგება: საინფორმაციო ნაწილი და პასუხების ველი, სადაც ტესტზე შემოხაზული პასუხები მოსწავლემ უნდა გადაიტანოს თითოეული საკითხის შესაბამის უჯრაში.

თითოეულ მოსწავლეს მინიჭებული აქვს მოსწავლის უნიკალური კოდი, რომელიც ემთხვევა მისი პირადი პროფილის კოდს. სწორედ ამიტომ, ოლიმპიადაზე გამოცხადების დღეს მოსწავლემ აუცილებლად თან უნდა იქონიოს საკუთარი პროფილის 6 - ნიშნა კოდი.

პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა ნაწილს სკოლაში გადაეცა ოლიმპიადაში მონაწილეობის საშვი, რომელზეც დატანილია თითოეული მოსწავლის პროფილის კოდი, რაც მოსწავლემ უნდა გადაიტანოს პასუხების ფურცელზე ,,მონაწილის კოდის" ველში.

აქედან გამომდინარემოსწავლემ ოლიმპიადაზე თან უნდა იქონიოთ საკუთარი პროფილის 6 - ნიშნა კოდი ან საშვი.

კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მათემატიკის ოლიმპიადაზე ონლაინ რეგისტრაცია გრძელდება  25 ნოემბრის ჩათვლით!

კინგსი გისურვებთ წარმატებას!

 

პასუხების ფურცლის ნიმუში (მათემატიკა)- I ტური