2017-11-22

კინგსის არსებობის ისტორიაში მასწავლებლებისგან, მშობლებისგან და კინგსელებისგან მუდამ იყო თხოვნა წიგნის შექმნისა და გამოცემის თაობაზე;  წიგნი, რომელიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს მიეღოთ უფრო მეტი ცოდნა და ინფორმაცია კონკრეტულ საგანში. 


კინგსის ლომს სურს სიხარულით გაცნობოთ, რომ გამოვეცით კინგსის პირველი წიგნი მათემატიკაში მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის; 
წიგნში თავმოყრილია კინგსის  მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მოსწავლეებისთვის უფრო მაღალი დონის, ამომწურავი  ცოდნის მიცემას ემსახურება; წიგნი წარმოადგენს ერთგვარ თანამგზავრს, რომელიც მოსწავლეს განათლების მიღების პროცესში მუდმივად დაეხმარება. 


წიგნში წარმოდგენილია 600  მათემატიკური ამოცანა, თითოეული ამოცანა არის აღჭურვილი თავისი ამოხსნით. ამოცანები დაყოფილია 3 კატეგორიად: მარტივი, საშუალო და რთული.

 კინგსს სრულიად ახალი საგანმანათლებლო მიდგომით სურს, მათემატიკური ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებული სირთულეები მოსწავლისთვის უფრო მარტივი და სახალისო გახადოს, ასწავლოს მას ამოხსნის სხვადასხვა გზები და გააუმყაროს მათემატიკური ცოდნა. 


26 ნოემბერს, კინგსის ლომი განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს მოსწავლეებს; 26 ნოემბერს ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალურად მათთვის შექმნილი ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც კინგსის პირველ მათემატიკის წიგნს კინგსელები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.