2017-11-22

#1 ბარათის აღება ყველა კინგსელს სპეციალურად მათთვის დამზადებული დიზაინით შეუძლიათ.

26 ნოემბერს, მათემატიკის ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადის I ტურზე, ყველა მონაწილეს გადაეცემა ბარათის განაცხადი, რომლითაც მოსწავლეები შეძლებენ აიღონ #1 ბარათი თიბისის ნებისმიერ ფილიალში.

 

ბარათის ასაღებად თიბისის ფილიალში საჭიროა: 

⦁    მშობელმა წარადგინოს მისი პირადობის მოწმობა;

⦁    მოსწავლის/კინგსელის დაბადების მოწმობა;

⦁    მოსწავლის კინგსის პირადი პროფილის კოდი;

 

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ლაგოდეხში, გარდაბანში, თელავში, ზესტაფონსა და ბათუმში ოლიმპიადის ჩატარების ადგილებზე კინგსელებს თიბისი თავად ეწვევა და მონაწილეებს ადგილზე შეეეძლებათ განაცხადების შევსება. 
გაითვალისწინეთ, რომ ამ ქალაქებში ოლიმპიადის ჩატარების ადგილზე განაცხადის შესავსებად  მშობელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა, მოსწავლის დაბადების მოწმობა , კინგსის პირადი პროფილის უნიკალური კოდი.
სხვა ქალაქებში, ოლიმპიადაზე მიღებული განაცხადის საფუძველზე, კინგსელებს ბარათის აღება თიბისის ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.