2017-11-23

ყველაზე მასშტაბური - მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური 26 ნოემბერს ჩატარდება!
კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, თითოეული საკლასო კატეგორიის მოსწავლეები მათემატიკურ აზროვნებაში შეეჯიბრებიან. 

კინგსელებო, მოემზადეთ თქვენი განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების გამოსავლენად! პლატფორმაში ვარჯიშის შემდეგ, ახლა მათემატიკურ საოლიმპიადე სივრცეში გაერთიანების დროა!
გთავაზობთ ტესტების მიმოხილვას:
თითოეული კლასის ტესტი შედგება 10 დავალებისგან. თითოეული დავალება 3 სავარაუდო პასუხს შეიცავს და ფასდება 5 ქულით. ტესტის ჯამური ქულაა 50.

 

II კლასი
 

 

პირველ და მეორე დავალებაში მოსწავლემ უნდა შეასრულოს მოქმედებები, შემდეგ კი მიღებული შედეგები შეადაროს - რომელია მეტი

 

მესამე სავარჯიშოში კინგსელმა მიმდევრობაში გამოტოვებული რიცხვი უნდა გამოიცნოს

 

მეოთხე დავალება უტოლობაში ისეთი რიცხვის ჩასმას ითხოვს, რომ მიღებული უტოლობა სამართლიანი გამოვიდეს

 

მეხუთე და მეექვსე სავარჯიშო მიმატებისა და გამოკლების მოქმედებებს ეხება

 

მეშვიდე და მერვე დავალების ამოცანების ამოსახსნელად, კინგსელს გამოანგარიშება დასჭირდება

 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს

 

 

III კლასი
 

 

პირველი და მეორე დავალება მოქმედებების შესრულებას და მიღებული შედეგებიდან ყველაზე დიდის არჩევას მოითხოვს
 

მესამე სავარჯიშოში მოცემულია მიმდევრობა, რომელშიც ერთი რიცხვია გამოტოვებული. კინგსელმა ეს რიცხვი უნდა გამოიცნოს
 

მეოთხე დავალება უტოლობის სამართლიანობაზეა - მოსწავლემ ისეთი რიცხვი უნდა ჩასვას, რომ სწორი უტოლობა მიიღოს
 

მეხუთე და მეექვსე სავარჯიშო მიმატებისა და გამოკლების მოქმედებებს ეხება
 

მეშვიდე და მერვე დავალების ამოცანების ამოსახსნელად, კინგსელს გამოანგარიშება დასჭირდება
 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ ამოცანებს მოიცავს

 

 

IV კლასი
 

 

პირველი და მეორე დავალება შედარებაზეა - მოსწავლემ უნდა აირჩიოს რომელია მეტი 
 

მესამე სავარჯიშოში კინგსელმა მიმდევრობაში გამოტოვებული რიცხვი უნდა გამოიცნოს
 

მეოთხე დავალებაში ორი უტოლობაა მოცემული. დავალება ისეთი რიცხვის არჩევას ითხოვს, რომლის უტოლობებში ჩასმითაც ორივე მათგანი სამართლიანი გამოვა
 

მეხუთე და მეექვსე სავარჯიშოს ამოსახსნელად, კინგსელმა უნდა იანგარიშოს
 

მეშვიდე და მერვე დავალებები მოქმედებების შესრულებას მოითხოვს
 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ ამოცანებს მოიცავს

 

 

V კლასი

 

 

პირველი და მეორე დავალება შედარებაზეა - მოსწავლემ უნდა აირჩიოს რომელია მეტი 
 

მესამე  და მეოთხე სავარჯიშო კენტ და ლუწ რიცხვებზეა
 

მეხუთე და მეექვსე დავალება მართკუთხედის სიგრძის, სიგანისა და პერიმეტირს ურთიერთკავშირს ეხება
 

მეშვიდე და მერვე დავალებებში ამოცანების ამოსახსნელად, კინგსელს გამოანგარიშება დასჭირდება
 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს

 

 

VI კლასი
 

 

პირველი და მეორე დავალება შესაკრებთა ჯამის გამოთვლას ითხოვს
 

მესამე  და მეოთხე სავარჯიშო გეომეტრიულ ამოცანებს მოიცავს
 

მეხუთე და მეექვსე დავალება რიცხვებისა და რაოდენობების შედარებაზეა
 

მეშვიდე და მერვე დავალებებში ამოცანების ამოსახსნელად, კინგსელს გამოანგარიშება დასჭირდება
 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს

 

 

VII კლასი
 

 

პირველი და მეორე დავალება კენტ რიცხვებზეა
 

მესამე  სავარჯიშო მართკუთხედს და მის პერიმეტრს ეხება
 

მეოთხე დავალება კუთხის გრადუსული ზომის გამოთვლას მოითხოვს
 

მეხუთე და მეექვსე  სავარჯიშოს გასაკეთებლად, მოსწავლეს მარტივი და შედგენილი რიცხვების ცოდნა დასჭირდება
 

მეშვიდე და მერვე დავალებებში მოცემული მოქმედებებისა და მიღებული შედეგის მიხედვით, კინგსელმა თავდაპირველად ჩაფიქრებული რიცხვი უნდა გამოიცნოს
 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს

 

 

VIII კლასი

 

 

პირველი და მეორე დავალება გამყოფებსა და ჯერადებზეა
 

მესამე  სავარჯიშო სამკუთხედსა და მის კუთხეებს ეხება
 

მეოთხე დავალება სამკუთხედის გვერდებისა და მისი პერიმეტრის ურთიერთდამოკიდებულებაზეა
 

მეხუთე და მეექვსე სავარჯიშოში მოსწავლემ ნაშთი უნდა გამოთვალოს
 

მეშვიდე და მერვე დავალებებში მოცემულია განტოლებები, რომელთა მიხედვითაც მოსწავლემ სხვა განტოლებების მნიშვნელობა უნდა იპოვოს
 

მეცხრე და მეათე სავარჯიშო კი ლოგიკურ დავალებებს მოიცავს

 

 

IX კლასი

 

 

პირველი დავალება განტოლებას და მის ამონახსნებს ეხება
 

მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ ორ რიცხვს შორის მთელი რიცხვების რაოდენობა უნდა იპოვოს
 

მესამე დავალება მართკუთხედის გვერდებსა და დიაგონალებზეა
 

მეოთხე საკითხი კი რომბს ეხება
 

მეხუთე და მეექვსე დავალებების შესასრულებლად, კინგსელს პროცენტის ცოდნა დაეხმარება
 

მეშვიდე და მერვე სავარჯიშოები რიცხვებსა და მათ ხარისხებზეა
 

მეცხრე და მეათე საკითხები კი ლოგიკურ ამოცანებს მოიცავს

 

 

X კლასი
 

 

პირველ დავალებაში მოსწავლემ მოდულის შემცველი გამოსახულება უნდა გამოთვალოს
 

მეორე საკითხი ჯამისა და სხვაობის კვადრატებს ეხება
 

მესამე და მეოთხე სავარჯიშოში კინგსელმა ახარისხებისა და გამრავლების შემდეგ მიღებული შედეგის ბოლო ციფრი უნდა გამოიცნოს
 

მეხუთე და მეექვსე დავალებების შესასრულებლად, სამკუთხედის გვერდების, ბისექტრისებისა და კუთხეების ცოდნაა საჭირო
 

მეშვიდე სავარჯიშო სწორი უტოლობის შერჩევას მოითხოვს
 

მერვე საკითხი ლუწ და კენტ რიცხვებს ეხება
 

მეცხრე და მეათე დავალებები კი ლოგიკურ ამოცანებს მოიცავს

 

 

XI კლასი
 

 

პირველი დავალება არითმეტიკულ პროგრესიას ეხება
 

მეორე საკითხი მიმდევრობის რამდენიმე წევრის ჯამის გამოთვლას მოითხოვს
 

მესამე  სავარჯიშოში კინგსელმა ნამრავლის შედეგად მიღებული რიცხვის ბოლო ციფრი უნდა გამოიცნოს
 

მეოთხე დავალება ჯამისა და სხვაობის კვადრატებსა და კუბებზეა
 

მეხუთე საკითხის შესასრულებლად მოსწავლეს პირამიდის ცოდნა დასჭირდება 
 

მეექვსე სავარჯიშო სამკუთხედსა და მის კუთხეებს ეხება
 

მეშვიდე და მერვე დავალებები კომბინატორიკის საკითხებზეა
 

მეცხრე და მეათე საკითხები კი ლოგიკურ ამოცანებს მოიცავს

 

 

XII კლასი
 

 

პირველი დავალება განტოლებასა და მის ამონახსნებს ეხება
 

მეორე საკითხი ხარისხებზეა
 

მესამე  და მეოთხე სავარჯიშოები ფუნქციებსა და მათ ლუწობა-კენტობას ეხება
 

მეხუთე საკითხი სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების ურთიერთკავშირის ცოდნას მოითხოვს 
 

მეექვსე სავარჯიშოში კინგსელმა კვადრატის ფართობი უნდა გამოთვალოს
 

მეშვიდე და მერვე დავალებები კომბინატორიკისა და ალბათობის საკითხებზეა
 

მეცხრე და მეათე საკითხები კი ლოგიკურ ამოცანებს მოიცავს