2017-11-20

ქართული ენის ოლიმპიადის I ტური წარმატებით ჩატარდა!

კინგსის სასწავლო პროგრამის საოლიმპიადე აქტივობების ფარგლებში, 19 ოქტომბერს ქართული ენის ოლიმპიადის I ტური ჩატარდა.  
ამ დღემ, ტრადიციული მასშტაბებით, საქართველოს 32 ქალაქში ერთდროულად ათასობით კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართული, ინტელექტუალურ განვითრებაზე ორიენტირებული, მოსწავლე გააერთიანა;

 

ამ მოსწავლეებს, კინგსელებს, გააზრებული აქვთ ქართული - მშობლიური ენის ცოდნის მნიშვნელობა, სწორედ ამიტომაა კინგსის ლომი ბედნიერი.
ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები, მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობის მიუხედავად,   მაქსიმალურად მოკლე დროში გასწორდება და  ოთხშაბათს, 22 ნოემბერს გამოქვეყნდება.

 

კინგსი გისურვებთ წარმატებას!