2017-11-17

კინგსის ბონუს კვირეული - ის, რაც არასდროს გადაგხდენია თავს; ის, რაც სწავლას გიხალისებს; ის, რაც ყოველთვის გემახსოვრება!

 

ბონუს კვირეულის ფარგლებში კინგსის ლომმა სხვადასხვა მისიები შემოგთავაზათ (,,ბონუს სიტყვა’’, ,,ბონუს ცოდნა’’, ,,ბონუს მომზადება’’, ,,ბონუს ლექსიკა’’, ,,ბონუს ფრაზა’’),  დავალებები ნელ-ნელა გართულდება. კვირეულის დასრულებამდე მხოლოდ 2 მისიის შესრულება რჩება, დაუვიწყარ საჩუქრამდე, კინგსელებს მხოლოდ 2 დღე გაშორებთ!

 

გაინტერესებთ, რა არის ოქროს გასაღები და რა გელოდებათ კინგსელებს 19 ნოემბერს?!  

 

კინგსის ლომის ბოლო მისია გასაღების აღებაა, რომლისთვისაც საჭიროა 19 ნოემბერს, ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე მოსვლა.

 

ოქროს გასაღები გაძლევს საშუალებას, მოიპოვო კინგსის მიერ შექმნილი უნიკალური საგანმანათლებლო პროდუქტი - ქართულ ენის გრამატიკაში მომზადების ინტენსიური კურსი მე-2 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით. ოქროს გასაღებზე დატანილია სპეციალური კოდი, რომელსაც თქვენი პირადი პროფილების საშუალებით შეიყვანთ საგანმანათლებლო პროდქუტის სპეციალურ გრაფაში და ამ ახალ საგანმანათლებლო პროდუქტს სრულიად უფასოდ მიიღებთ.

 

ოქროს გასაღები 19 ნოემბერს, ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე, ბონუს კვირეულში ჩართულ ყველა კინგსელს გადაეცემა!

 

კინგსი გისურვებთ წარმატებას!