2017-11-17

19 ნოემბერს, კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება!
გვჯერა, თითოეული კინგსელი დაამტკიცებს, რომ ქართული ენის ღირსეული მცოდნე და მისი უკვდავების გარანტია.
ვიდრე  ქართული ენის სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს, გაეცანით ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას და კვლავ დარწმუნდით ქართული ენის გამორჩეულობაში:

თითოეული კლასის დავალება მოიცავს 35 სავარჯიშოს და ჯამური 100 ქულით ფასდება

II კლასი
მეორე კლასის ტესტში 4 დავალებაა:

პირველ დავალებაში მოსწავლემ ასო-ბგერები და მარცვლები უნდა ამოიცნოს. დავალება მოიცავს 10 საკითხს და 30 ქულით ფასდება

მეორე დავალებაში მოცემულია 4 წინადადება. კინგსელმა ამ წინადადებების შესახებ 10 შინაარსობრივ შეკითხვას უნდა უპასუხოს, რაც ჯამში 30 ქულას მოუტანს.

მესამე სავარჯიშო ტექსტის გააზრებას ეხება, რის საფუძველზეც მოსწავლემ 10 შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. დავალების მაქსიმალური ქულაა 30

მეოთხე დავალება ქართულ ხალხურ ნაწარმოებებს, ენის გასატეხებსა და გამოცანებს მოიცავს. ის შედგება 5 საკითხისგან და მაქსიმალური 10 ქულით ფასდება.

III კლასი
მესამე კლასის ტესტში 4 დავალებაა:

პირველ დავალებაში მოცემულია სურათი, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. ჯამში, დავალება 30 ქულით ფასდება.

მეორე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოიცნოს მეტყველების ნაწილები, საპირისპირო და მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები, ფრაზეოლოგიზმები და შეასრულოს 10 საკითხი, რომელიც მას ჯამურ 30 ქულას მოუტანს.

მესამე სავარჯიშო ტექსტის გააზრებას ეხება. ის 10 საკითხისგან შედგება და 30 ქულით ფასდება

მეოთხე დავალება ხალხური ზღაპრებისა და ანდაზების ცოდნას ამოწმებს. დავალება 5 საკითხს და ჯამურ 10 ქულას გულისხმობს.

IV კლასი
მეოთხე კლასის ტესტში 4 დავალებაა:

პირველ დავალებაში მოცემულია მონაცემებით შედგენილი ცხრილი, რომლის მიხედვითაც კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. დავალების მაქსიმალური ქულაა 30

მეორე დავალება მეტყველების ნაწილების, ფრაზეოლოგიზმების, სიტყვებისა და მათი მართლწერის ცოდნას მოითხოვს. დავალებაში 10 საკითხია და ის ჯამური 30 ქულით ფასდება 

მესამე სავარჯიშო ტექსტის გააზრებას ეხება. ის 10 საკითხსა და ჯამურ 30 ქულას გულისხმობს

მეოთხე დავალება ზღაპრების, ანდაზებისა და ქართველი მწერლების ცოდნას საჭიროებს. ის 5 საკითხს მოიცავს და მაქსიმალური 10 ქულით ფასდება

V კლასი
მეხუთე კლასის ტესტში 4 დავალებაა:

პირველ დავალებაში მოცემულია სურათი, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. ჯამში, დავალება 30 ქულით ფასდება.

მეორე დავალება მეტყველების ნაწილების, ფრაზეოლოგიზმების, სიტყვებისა და მათი მართლწერის ცოდნას მოითხოვს. დავალებაში 10 საკითხია და ის ჯამური 30 ქულით ფასდება 

მესამე სავარჯიშო ტექსტის გააზრებას ეხება. ის 10 საკითხსა და ჯამურ 30 ქულას გულისხმობს

მეოთხე დავალება ანდაზებისა და ძველი ქართული სიტყვების ცოდნას მოითხოვს. ის 10 ქულით ფასდება და 5 საკითხს შეიცავს

VI კლასი
მეექვსე კლასის ტესტში 4 დავალებაა:

პირველ დავალებაში მოცემულია სურათი, რომლის მიხედვითაც მოსწავლემ 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს. ჯამში, დავალება 30 ქულით ფასდება.

მეორე დავალება მეტყველების ნაწილების, ფრაზეოლოგიზმების, სიტყვებისა და მათი მართლწერის ცოდნას მოითხოვს. დავალებაში 10 საკითხია და მისი ჯამური ქულაა 30 

მესამე სავარჯიშო ტექსტის გააზრებას ეხება. ის 10 საკითხსა და მაქსიმალურ 30 ქულას გულისხმობს

მეოთხე დავალება ქართველ მწერლებსა და გმირებზეა. დავალებაში 5 საკითხია და ის ჯამური 10 ქულით ფასდება

VII კლასი
მეშვიდე კლასის ტესტში 4 დავალებაა:

პირველ დავალება ზმნებზეა. ის შედგება 10 სავარჯიშოსგან და 30 ქულით ფასდება

მეორე დავალება, რომელშიც 10 საკითხია, მეტყველების ნაწილების, წინადადების წევრების, მართლწერის, ზმნის ფორმებისა და ნიშნების  ცოდნაზე ამოწმებს მოსწავლეს. დავალების მაქსიმალური ქულაა 30.

მესამე სავარჯიშო ტექსტის გააზრებას მოითხოვს. ის 10 საკითხსა და ჯამურ 30 ქულას გულისხმობს

მეოთხე დავალების 5 საკითხი ქართველ მწერლებსა და ფრაზეოლოგიზმებს ეხება. დავალება 10 ქულით ფასდება.

VIII კლასი
მერვე კლასის ტესტში 3 დავალებაა:

პირველ დავალება მორფოლოგიას, სინტაქსს და ლექსიკას ეხება. ის 20 საკითხისგან შედგება და მაქსიმალური 60 ქულით ფასდება

მეორე დავალება წაკითხულის გააზრებას მოითხოვს. მოცემული ტექსტის მიხედვით, კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს, რაც მას ჯამურ 30 ქულას მოუტანს

მესამე სავარჯიშო ლიტთეორიის საკითხებზეა, შეიცავს 5 საკითხს და ფასდება 10 ქულით.

IX კლასი
მეცხრე კლასის ტესტში 3 დავალებაა:

პირველ დავალება მოსწავლეს მორფოლოგიისა და სინტაქსის ცოდნაზე ამოწმებს. დავალება შედგება 20 საკითხისგან და ფასდება 60 ქულით.

მეორე დავალება წაკითხულის გააზრებას მოითხოვს. მოცემული ტექსტის მიხედვით, კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს, რაც მას ჯამურ 30 ქულას მოუტანს

მესამე სავარჯიშო ლიტთეორიის საკითხებზეა, შეიცავს 5 საკითხს და ფასდება 10 ქულით.

X კლასი
მეათე კლასის ტესტში 3 დავალებაა:

პირველ დავალება მორფოლოგიას, სინტაქსს და ლექსიკას ეხება. ის 20 საკითხისგან შედგება და მაქსიმალური 60 ქულით ფასდება

მეორე დავალება წაკითხულის გააზრებას მოითხოვს. მოცემული ტექსტის მიხედვით, კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს, რაც მას ჯამურ 30 ქულას მოუტანს

მესამე სავარჯიშო ლიტთეორიის საკითხებზეა, შეიცავს 5 საკითხს და ფასდება 10 ქულით.

XI კლასი
მეთერთმეტე კლასის ტესტში 3 დავალებაა:

პირველ დავალება მოსწავლეს მორფოლოგიისა და სინტაქსის ცოდნაზე ამოწმებს. დავალება შედგება 20 საკითხისგან და ფასდება 60 ქულით.

მეორე დავალება წაკითხულის გააზრებას მოითხოვს. მოცემული ტექსტის მიხედვით, კინგსელმა 10 შეკითხვას უნდა უპასუხოს, რაც მას ჯამურ 30 ქულას მოუტანს

მესამე სავარჯიშო ლიტთეორიის საკითხებზეა, შეიცავს 5 საკითხს და ფასდება 10 ქულით.

XII კლასი
მეთორმეტე კლასის ტესტში 3 დავალებაა: