2017-11-09

კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადის II ანუ ფინალური ტური 12 ნოემბერს ჩატარდება.

 

ფინალური ტურის კონკურსში  მონაწილეობას იღებენ ის მოსწავლეები, რომელთაც ოლიმპიადის I ტურში დააგროვეს 35 ქულა ან მეტი.

 

ჩატარების დღეს ფინალური ტურის მონაწილე კინგსელმა უნდა წარმოადგინოს ოლიმპიადებში მონაწილეობის დამადასტურებელი საშვი ან თან უნდა იქონიოს პროფილის 6 ნიშნა კოდი, რომელიც ოლიმპიადებზე მისი მონაწილის კოდია.

 

ფინალურ ტურზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებს გადაეცემათ სერტიფიკატი ან შესაბამისი ხარისხის დიპლომი. 

 

ფინალისტების დიპლომები ხარისხების მიხედვით გადანაწილდება შემდეგნაირად:

 

91-100 ქულა- I ხარისხის დიპლომი

81- 90 ქულა - II ხარისხის დიპლომი

61- 80 ქულა - III ხარისხის დიპლომი

1-60 ქულა- სერტიფიკატი

 

კინგსის გუნდი წარმატებას უსურვებს ყველა ფინალისტს!