2017-11-06

2014 წლიდან დღემდე კინგსის ქართული ენის ოლიმპიადა 7 სეზონს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მთავარი მიზანი ენის პოპულარიზაცია და იმ მოსწავლეების ხელშეწყობა გახლდათ, რომლებისთვისაც ქართული ენის კარგად ცოდნა მნიშვნელოვანია.

 

ქართული ენა ათასწლეულების განმავლობაში თაობიდან თაობას არაერთი ბარიერისა და პრობლემის მიუხედავად გადაეცემოდა. ისტორიათა ქარტეხილებში გამოვლილმა ენამ ჩვენამდე უდიდეს ეროვნულ მემკვიდრეობად მოაღწია და სწორედ მისი დაცვა იქცა ქართველი ხალხისთვის თვითმყაფოდობის შენარჩუნების განსაკუთრებულ იარაღად.

 

სწორედ ამიტომ, კინგსისთვის ქართული ენის ოლიმპიადა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და კომპანიის  ერთ-ერთ უმთავრესი მიზანიც  ამ საგანში ცოდნის დონის ამაღლებაა.

 

2017 წლის შემოდგომის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის I უფასო ტური კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში 19 ნოემბერს ჩატარდება.

 

დარეგისტრირდით 19 ნოემბრამდე და ჩაერთეთ ყველაზე მასშტაბურ ქართული ენის ოლიმპიადაში.