2017-10-26

კინგსის სასწავლო პროგრამის საოლიმპიადე აქტივობები ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურით - 29 ოქტომბერს იწყება!


ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართულ მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

 

ოლიმპიადის ჩატარების დღეს მონაწილეს თავის სამუშაო მაგიდასთან ხვდება სამუშაო ტესტი, სადაც მოცემულია საოლიმპიადე საკითხები და პასუხების ფურცელი.

 

 

პასუხების ფურცელი 2 ნაწილისგან შედგება: საინფორმაციო ნაწილი და პასუხების ველი, სადაც ტესტზე შემოხაზული პასუხები მოსწავლემ უნდა გადაიტანოს თითოეული საკითხის შესაბამის უჯრაში.

 

 

თითოეულ მოსწავლეს მინიჭებული აქვს მოსწავლის უნიკალური კოდი, რომელიც ემთხვევა მისი პირადი პროფილის კოდს. სწორედ ამიტომ, ოლიმპიადაზე გამოცხადების დღეს მოსწავლემ აუცილებლად  უნდა იქონის თან საკუთარი პროფილის 6 ნიშნა კოდი.

 

პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა ნაწილს სკოლაში გადაეცა ოლიმპიადაში მონაწილეობის საშვი, რომელზეც დატანილია თითოეული მოსწავლის პროფილის კოდი, რაც მოსწავლემ უნდა გადაიტანოს პასუხების ფურცელზე ,,მონაწილის კოდის" ველში. 

 

29 ოქტომბერს გამოცხადებულ ყველა მოსწავლეს, რომელსაც ოლიმპიადის I ტურამდე საშვი არ მიუღია, საშვი გაეგზავნება სკოლაში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში.

 

 

კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია გრძელდება ბმულზე 28 ოქტომბრის ჩათვლით!

 

გისურვებთ წარმატებას!