2017-09-26

კინგსელებო, გვინდა  სიხარულით გაცნობოთ, რომ კინგსის დიპლომებისა და სერტიფიკატების გადაცემის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო!
 

2017 წლის გაზაფხულის სეზონზე მოპოვებული აკადემიური ჯილდოები ქართული ენის, მათემატიკის, ინგლისური ენისა და ვუნდერკინგსის ოლიმპიადების აბსოლუტურად ყველა ფინალისტს საქართველოს 35 ქალაქში, 30 ოქტომბრამდე გადაეცემა.
 

წარმატებული კინგსელები კუთვნილ დიპლომებს/სერტიფიკატებს სკოლებში მიიღებენ.
 

ძვირფასო მოსწავლეებო, კინგსის გუნდი გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და მეტ წინსვლას, გამარჯვებას გისურვებთ პერსონალური განათლების ინოვაციურ - შემოდგომის სეზონზე.