2017-08-15

2017 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსი საქართველოში პერსონალური განათლების სისტემის დანერგვას იწყებს.

რას გულისხმობს პერსონალური განათლება?

პერსონალური განათლება  ეს არის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კარგად აპრობირებული სასწავლო პროცესი, რომელიც ინდივიდუალურად ეფუძნება მოსწავლის უნარებს, განვითარების დონესა და საჭიროებებს. შესაბამისად, სწავლების მეთოდი შექმნილია ისე, რომ თითოეულ მოსწავლეს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მაქსიმალურად მიეცეს.

კინგსმა 2017 წლის შემოდგომის სეზონისთვის შექმნა 35-კაციანი ინტერნაციონალური გუნდი და 18-თვიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა სასწავლო პროგრამა, რომელიც სწორედ პერსონალური განათლების მეთოდს ეფუძნება.

კინგსის სასწავლო პროგრამა სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება. მოკლედ განვიხილოთ თითოეული კომპონენტი:

1. ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა - ეს არის ინდივიდუალური ონლაინ სივრცე, სადაც დიაგნოსტიკური ალგორითმის  გამოყენებით იდენტიფიცირდება მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები.

პლატფორმაში დარეგისტრირებისას დადგინდება კინგსელის ცოდნის ზოგადი კოეფინტი სამ საგანში: ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში და მიენიჭება რეიტინგული ქულა. სწორედ აქედან დაიწყება ათვლა იმისა, თუ რა ისწავლა და როგორ განვითარდა სეზონის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაა შექმნილი და ყოველკვირეულად განახლდება იმ მასალის შესაბამისად, რომელსაც მოსწავლე სკოლაში გაივლის.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პლატფორმა თამაშის, ე.წ „გეიმიფიკაციის“ ელემენტებითაა შექმნილი, რაც თითოეული მოსწავლის განვითარების პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას შესძენს!

2. ელექტრონული სახელმძღვანელოები - კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კინგსელებისთვის შეიქმნება ელექტრონული სახელმძღვანელოების კრებული სამ საგანში: ქართულში მათემატიკასა და ინგლისურში.
მათი შექმნის მიზანი მოსწავლეების ცოდნის მრავალფეროვანი პრაქტიკული ამოცანებითა და ტესტებით გამყარებაა.
ელექტრონული სახელძღვანელოები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ მოემზადონ კინგსის სასწავლო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის - საგნობრივი ოლიმპიადებისთვის!

3. საგნობრივი ოლიმპიადები - სტანდარტული საოლიმპიადე პროცესი ინოვაციური ტესტირების სისტემით იცვლება. ცოდნის შემოწმების განახლებული ფიზიკური აქტივობები აბსოლუტურად მოიცავს იმ სარგებელს, რასაც მოსწავლე ოლიმპიადებზე იღებდა.

საგნობრივი ტესტირებები სამ საგანში, დაეხმარება მოსწავლეს შეაფასოს თავისი ეტაპობრივი პროგრესი ცენტრალური ევროპის საგანმანათლებლო მოდელიდან გამომდინარე. დაინახოს, თუ რა საფეხურზე დგას თავის თანატოლებთან შედარებით. ასევე, ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, პროექტებსა და კამპანიებში, რომლებიც ოლიმპიადებს ახლავს  და ამით, გარდა საგნობრივისა, ზოგადი მიმართულებებითაც განვითარდეს.

რამდენია კინგსის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის საფასური?

განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი სასწავლო პროგრამის ერთწლიანი პაკეტის ღირებულება 240 ევროა, საქართველოში კი ყველა მოსწავლეს მისი შეძენა 120 ლარად შეეძლება.

გარდა ამისა, კინგსელები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით, რომლის შესახებაც ისინი ინფორმაციას პირადად მიიღებენ.

კინგსის მიზანია, შექმნას სკოლის დამხმარე სივრცე, სადაც მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები განისაზღვრება.

2017 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსი თითოეული მოსწავლის პერსონალური განათლების სამსახურში დგება!