2017-06-21

კინგს კვადრატის დასკვნითი ტური 10-11 ივნისს თბილისში ჩატარდა.
დასკვნით ტურში მონაწილეობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი შესარჩევი სასკოლო ტური. 



დასკვნითი ტურის შედეგები გამოქვეყნდა. მონაწილეები ექვსნიშნა კოდის მეშვეობით შეძლებენ როგორც თავიანთი ნამუშვრის დასკანერებული ვერსიის, ასევე შეფასების ფურცლის ნახვას, თუ რომელ საკითხში რა ქულა მიენიჭათ.


წესდების თანახმად, ნამუშევრებზე აპელაციის მიღება შეწყდება 23 ივნისს 18:00 საათზე. თითოეული მონაწილის აპელაცია უნდა გამოაგზავნოს კონკრეტული სკოლის კონკრეტული საგნის პედაგოგმა, რომელიც იქნება აპელანტის უფლების დამცველი ჟიურისთან შეხვედრის დროს. აუცილებელია, აპელაცია იყოს არგუმენტირებულად ჩამოყალიბებული და მითითებული იყოს კონკრეტული საკითხი, რაზეც იგზავნება აპელაცია.

კონკრეტულ პედაგოგს უფლება აქვს გაასაჩივროს მხოლოდ საკუთარი სკოლის მოსწავლის ნამუშევარი. სხვა შემთხვევაში კომისია აპელაციას არ განიხილავს. აპელაციები უნდა გამოიგზავნოს ელ ფოსტაზე claim@kings.ge


კინგს კვადრატის დაჯილდოების ცერემონია 29 ივნისს ჩატარდება. დაჯილდოებასთან დაკავშირებული ინფრომაცია 27 ივნისს გამოქვეყნდება.
 

დასკვნითი ტურის შედეგები იხილეთ აქ