2017 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსს ახალი, ლიტერატურული მეგობარი ჰყავს, ეს ელექტრონული წიგნების სახლი „საბაა“.
ელექტრონული წიგნების სახლ „ საბასა“ და კინგსის თანამშრომლობა გრძელვადიანია და კიგნსელებს კიდევ უამრავი სიახლე ელით! ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულები მიიღებენ თავიანთი წარმატების დამადასტურებელ პრიზებს და „საბასგან“ ელექტრონული წიგნებით დასაჩუქრდებიან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა კინგსელების შეხვედრა „საბას“ პრემიის ლაურეატთან, მწერალსა და დრამატურგთან - დავით გაბუნიასთან, რომელიც ქართული და მსოფლიო ლიტერატურის, ქართული ენის მნიშვნელობის, თანამედროვე ლიტერატურული პროცესის შესახებ ესაუბრება მოსწავლეებს. დავით გაბუნია, რომლის სულ ახლახანს გამოსული რომანი „დაშლა“ უკვე ბესტსელერია, კინგსელებს დაჯილდოების ცერემონიალზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტუმრება.