2017 წლის გაზაფხულის სეზონი კინგსისთვის გამორჩეული იყო არაერთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტით. მათ შორის ერთ-ერთი „კინგს კვადრატია“. წელს პირველად ჩატარდა განსხვავებული სახის ოლიმპიადა სპეციალურად ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეებისთვის.
„კინგს კვადრატში“ მონაწილეობა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. კინგს კვადრატის დასკვნითი ტური 10-11 ივნისს ჩატარდება. ფინალური ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდება 36 ღირსეულად მოასპარეზე I, II და III საპრიზო ადგილების მქონე მონაწილეები.
29 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულები დიპლომებთან, სერტიფიკატებთან და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, მეგობარი ორგანიზაციებისგან სპეციალურ პრიზებს მიიღებენ:
„რონიკო“ კინგს კვადრატის 12 პირველადგილოსანს ასლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრებს.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ კი დაუვიწყარ ბანაკს მოაწყობს გამარჯვებულებისთვის აბასთუმანში. კინგსელები ცნობილ მათემატიკოსებთან, ფიზიკოსებთან და ასტრონომებთან ერთად გაატარებენ 4 საინტერესო დღეს ულამაზეს გარემოში. დაათვალიერებენ ობსერვატორიას, მოისმენენ ლექციებს საქართველოსა და ევროპის ცნობილი მეცნიერებისგან და უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევებსა და დაკვირვებებში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ ცოდნას ფიზიკასა და მათემატიკაში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მათი სამომავლო წარმატებისკენ!