2017-06-07

2017 წლის გაზაფხულის სეზონზე ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ინიცირებით კიგნსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ პროექტს - ,,კინგს კვადრატი“! 

პროექტი განკუთვნილია მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკური პროფილის მქონე სკოლებისთვის. ოლიმპიადა ტარდება ფიზიკასა და მათემატიკაში მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ამ სკოლებში სწავლება მიმდინარეობს სპეციალური ეროვნული სასწავლო პროგრამით, სწორედ ამიტომ ამ კატეგორიის მოსწავლეებისათვის შეიქმნა ოლიმპიადის განსხვავებული მოდელი, საერთაშორისო საოლიმპიადე სტანდარტების გათვალისწინებით.

ოლიმპიადის პირველი შესარჩევი ,,სასკოლო ტური’’ 13-14 მაისს საქართველოს 7 სკოლაში- თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში ჩატარდა.

მეორე, დასკვნით ტურში  მხოლოდ თითოეული სკოლის თითოელი კლასის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობს.

 

კინგს კვადრატის მათემატიკის ოლიმპიადის დასკვნითი ტური 10 ივნისს 12:00 საათზე თბილისის #112 საჯარო სკოლაში ჩატარდება, მის: ცოტნე დადიანის #28.

ფიზიკის ოლიმპიადის დასკვნითი ტური 11 ივნისს 12:00 საათზე თბილისის #112 საჯარო სკოლაში ჩატარდება, მის: ცოტნე დადიანის #28.