2017-06-02

ყველა კინგსელს, ვულოცავთ პირველი ტურის წარმატებით გადალახვას და დასკვნით ეტაპზე მონაწილიეობის უფლების მოპოვებას!

ვუნდერკინგსის დასკვნითი ტური კვირას, 4 ივნისს ჩატარდება.

დასკვნითი ტურის საფასურის - 18 ლარის გადახდა შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით:

 

  1. კინგსის ვებ-გვერდის მეშვეობით -  გადადით ონლაინ გადახდის ბმულზე http://kings.ge/payment-gateway/cartu და შესაბამის ველში შეიყვანეთ მონაწილის ექვსნიშნა უნიკალური კოდი. დააჭირეთ გადახდის ღილაკს და შეავსეთ საბანკო ბარათის მონაცემები. თუ ყველა ველი სწორადაა შევსებული, ოპერაციის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება წარწერა: გადახდა წარმატებითგანხორციელდა. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამხდელთა ბაზაში.
  2.  
  3. PayBox-ისა და  Express Pay-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით - აპარატის მთავარგვერდზე აირჩიეთ ,,სხვადასხვა“, შემდეგ გადადით შესაბამის გვერდზე და აირჩიეთ KINGS.GE. გადახდის განსახორციელებლად საჭიროა შეიყვანოთ მონაწილის ექვსნიშნა უნიკალური კოდი.
  4.  
  5. ბანკით გადახდის შემთხვევაში გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:

 

ლიბერთი ბანკი:                      GE03LB0113154052411000

 

თიბისი ბანკი:                          GE32TB7025136080100009

 

საქართველოს ბანკი:  გადახდა შესაძლებელია  ბანკში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატებით.

 

ვუნდერკინგსის ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას!